Email: info@eyeclinic.ge
საინფორმაციო სამსახური (+995 32) 221 46 00, (+995 32) 221 46 , ( +995 32) 221 46 30
თბილისი, გლდანი (+995 32) 265 43 25
ზუგდიდი (+995 570) 90 04 23
მარნეული (+995)574 03 33 63
Facebook: https://www.facebook.com/AkhaliMzeraEyeClinic/
თვალის კლინიკა „ახალი მზერა“ 1999 წლის აგვისტოში დაარსდა სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორ მერაბ დვალის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ბაზაზე, მაშინ როდესაც საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა სრულყოფილი ოფთალმოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
კლინიკის შექმნის მიზანი იყო პაციენტებისათვის უახლესი ტექნიკის გამოყენებით სრულყოფილი გამოკვლევის, მაღალპროფესიული კონსულტაციების და სწორი და კომპლექსური მკურნალობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
კლინიკა „ახალ მზერაში“ დაინერგა მხედველობის ლაზერული კორექცია და ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა მხედველობის ექსიმერლაზერული ოპერაციები - ფოტორეფრაქციული კერატექტომია (Photorefractive keratectomy - PRK) და ლასიკი (Lasik - Laser Assisted in Situ Keratomileusis) (1999 წ.). საქართველოში პირველად ჩატარდა კატარატის ფაკოემულსიფიკაცია კუმშვადი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით. დაინერგა მსოფლიოში და კერძოდ საქართველოში ფართოდ გავრცელებული დაავადების - კერატოკონუსის - გამოკვლევისა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები - რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია (2003 წ.) და რქოვანას ე.წ. „ქროს ლინქინგი“ (2006 წ.), ასევე მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკების კორექცია იმპლანტირებადი კოლამერის ლინზით (Implantablecollamer lens - ICL) - თანამდეროვე ოფთალმოლოგიის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი მაღალი ხარისხის ამეტროპიების მკურნალობისათვის. კლინიკაში ფუნქციონირებს ვიტრეორეტინალური ქირურგიის განყოფილება - ტარდება ოპერაციები ბადურაზე, თერაპიული/ლაზერული პროცედურები გლაუკომისა და ბადურას პათოლოგიების დროს.
კლინიკა „ახალი მზერა“ მუდმივად განიცდის განახლებას, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. დღესდღეობით ყოველი პაციენტის მდგომარეობა ფასდება და მკურნალობა ტარდება ინდივიდუალური მიდგომით. დაიხვეწა ლაზერული კორექციის მეთოდები - ჩვეულებრივი სტანდარტული ლასიკი ტალღურ ფრონტზე დაფუძნებულმა კორექციამ შეცვალა, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია - რეფრაქციულ ოპერაციად იქცა. კლინიკის მიზნები არ შეცვლილა - უზრუნველყოს პაციენტები თანამდროვე, კვალიფციური მომსახურებით.
შპს „ახალი მზერა“ თანამშრომლობს უცხო ქვეყნის არაერთ მოწინავე ოფთალმოლოგიურ კლინიკასთან, კლინიკის თანამშრომლები გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ ორგანიზაციაში.
შპს „ახალი მზერას“ გაფორმებული აქვს მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, რომლის საფუძველზე კლინიკა მონაწილეობს რეზიდენტების სწავლის პროგრამაში და ახორციელებს უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსს.