ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი
დაარსების თარიღი: 2011 წელი
ცენტრი ჩამოყალიბდა აკად კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორიის ბაზაზე (ეს უკანასკნელი შეიქმნა 1976 წელს) 1980 წლის მაისში. 1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში პროფ. ნოდარ ბოხუამ დაარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია რომლის ბაზაზეც 1980 წელს ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, სადაც დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოში ცენტრში დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე.
ცენტრს პროფესორი ნოდარ ბოხუა ხელმძღვანელობდა 1995 წლამდე. მისი მემკვიდრე გახდა პროფესორი კოტე ყიფიანი. 2011 წლამდე კლინიკას ეწოდებოდა საქართველოს ნ.ბოხუას სახელობის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, შემდგომ ცენტრს დაემატა ინტერვენციული კარდიოლოგია და ეწოდა ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი.
აღჭურვილობა
ცენტრი სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით.
ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი პოსტოპერაციული განყოფილება , რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიყვანოთ ოპერაციის შემდგომი გართულებები
კლინიკის უდიდესი გამოცდილება ფლებლოგიის მიმართულებით კლინიკის ექიმებს საშუალებას აძლევს პაციენტებს შეთავაზონ ვენური პათოლოგიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა: ლაზერული აბლაცია, ღეროვანი და კომპრესული სკლეროთერაპია, მინიფლებექტომია და ტროფიკული წყლულის განვითარების სხვადასხვა სახის პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებები და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა: ლაზერული აბლაცია, ღეროვანი და სკლეროთერაპია, მინიფლებექტომია, და ტროფიკული წყლულის განვითარების სხვადასხვა სახის პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებები და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
ცენტრს გააჩნია სამეცნიერო და პრაქტიკული ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან კლინიცისტებთან,მათ შორის აღსანიშნავია MD. PhD, Eric Chemla (UK, London) MD, PhD, Sriram Iyer, (USA, NY), რომლებიც ხშირად მონაწილეობენ კლინიკის სამეცნიერო -პრაქტიკულ კონფერენციებში,მათთან ერთად როგორც ღია ქირურგიული ასევე ენდოვასკულარული ჩარევები.
მიმართულებები
ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში წარმატებით ხორციელდება სისხლძარღვთა ქირურგიის ისეთი ისეთი მიმართულებები, როგორიც არის ბრაქიოცეფალური ტოტების, გულ-მკერდის და მუცლის აორტის ანევრიზმების, აორტისა და ქვემო კიდურების მაგისტრალური არტერიების მაოკლუზირებელი დაავადებების როგორც ღია ასევე ენდოვასკულარული ქირურგია. კლინიკას დაგროვილი აქვს დიდი გამოცდილება ვენური და არტერიული თრომბოზების ღია ქირურგიული და ენდოვასკულარული მკურნალობის, მათ შორის კათეტერმული თრომბოლიზისისი.
კლინიკაში სრულდება პრაქტიკულად ყველა სახის ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე და მის ვისცერალურ და ბრაქიოცეფალურ ტოტებზე, ასევე კიდურის მაგისტრალურ არტერიებზე.
კლინიკას გააჩნია უნიკალური გამოცდილება წვივის და ტერფის არტერიების (მათ შორის დიაბეტის ფონზე) მაოკლუზირებელი დაზიანების დროს განვითარებული კრიტიკული იშემიის ენდოვასკულარული მკურნალობის, რამაც საგრძნობლად შეამცირა კიდურების ამპუტაციის შემთხვევები.
✔ კარდიოლოგია
✔ ანგიოლოგია
✔ ანგიოქირურგია
✔ ენდოვასკულარული ქირურგია
✔ არითმოლოგია
✔ ფლებოლოგია
✔ კარდიოქირურგია