ქირურგია: +995 032 277 15 47
ტრავმატოლოგია: +995 032 277 44 19
ელ-ფოსტა: alss.travma.qirurgia@gmail.com
სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა: 00:00 - 00:00
შ.პ.ს „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი“ ჩამოყალიბდა
1936 წელს. კერძო კლინიკად გადაკეთდა 2011 წელს. სწორედ მაშინ მოხდა ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ აუქციონზე გამოტანილი საავადმყოფოს შეძენა შ.პ.ს. „ალს“-ის მიერ.
კლინიკა პოლიპროფილური გახლავთ. მასში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: გადაუდებელი აბდომინალური ქირურგია, რეანიმაციული განყოფილება, ემერჯენსის განყოფილება, ტრავმატოლოგია, ოპრთოპედია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა და მიკროქირურგია, ნევროლოგია. კლინიკის ბაზაზე უკვე 82 წელია, რაც სტუდენტები იზრდებიან. კლინიკას გააჩნია თანამედროვე ლაბორატორია და რამდენიმე მიმართულების სადიაგნოსტიკო განყოფილებები.
შ.პ.ს „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის“ დამფუძნებლები არიან ნატალია ქართველიშვილი, გიორგი ქავთარაძე, ნატო შალამბერიძე და ნინო შალამბერიძე. კლინიკის დირექტორია ქეთევან ბეჟანიშვილი.
კლინიკა ემსახურება მოზრდილ კონტიგენტს.