„ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა“, იგივე „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა” დაარსდა 2009 წელს და იმავე დღიდან დღემდე კლინიკაში ფუნქციონირებს ნეიროქირურგიის დეპარტამენტი, სადაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი პაციენტები იღებენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ცენტრში პრაქტიკული საქმიანობა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებულია პაციენტზე და მომავალი თაობის აღზრდაზე.
საუნივერსიტეტო კლინიკის აშენების მიზანი იყო, ისეთი სამედიცინო დაწესებულების შექმნა, სადაც თითოეული ადამიანი მიიღებდა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. კლინიკის სტრატეგია დღემდე გახლავთ „კლინიკა პაციენტისათვის“, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებულია პაციენტებზე.
კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითა და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რაც იძლევა საშუალებას რომ პაციენტებმა მიიღონ ევროპული დონის სამედიცინო მომსახურება.
პრეისტორია კი ასეთი გახლავთ:
1999 წელს
პროფესორ გოჩა ინგოროყვას მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნა „ნეიროქირურგიის ცენტრი“, რომლის ბაზაზეც 2009 წელს გაიხსნა მულტიპროფილური „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”.
2012 წელს
კლინიკამ შეიძინა საქართველოში პირველი PET/CT (პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია).
2015 წელს
კლინიკამ შეიძინა კიბერ დანა და ნეირონავიგაცია.
2016 წელს
გაიხსნა და დაიწყო ფუნქციონირება ამბულატორიულმა ცენტრმა. კლინიკის აპარატურას შეემატა MRI 3T (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 3 ტესლიანი) და CT 640 სლაისიანი (კომპიუტერული ტომოგრაფია).