ინოვა

ინოვა

ზურაბ ანჯაფარიძის I შეს. N6
+995 322 232 232
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ინოვა”

დაარსების თარიღი: 2015 წელი


Innova 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა. Innova-ს  დამფუძნებელია „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელიც სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს კვლავ აგრძელებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია. პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის, ისე აპარატურის ნაწილში, „საქართველოს ბანკმა” განახორციელა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და, როგორც ბანკში აცხადებენ, მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.

 

აღჭურვილობა


კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი.

Innova აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.

Innova -ში გაერთიანდნენ  ექიმები ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და პლასტიკური ქირურგიის, ბარიატრიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის,  მამოლოგიის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში ფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახური, კომპიუტერული ტომოგრაფია, ჰორმონული ლაბორატორია, რენტგენი, ულტრაბგერითი და DXA-დენსიტომეტრიის დიაგნოსტიკის აპარატები .

 

ქსელი

 

2016 წლის ივლისში ინოვაში, ესპანურ კლინიკათა ქსელ IVI-სთან პარტნიორობით გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო, ქეთევან ოსიძის ხელმძღვანელობით.

კლინიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოში სამედიცინო სერვისების განვითარებისთვის, აქ ტარდება ოპერაციები როგორც ქართველი, ასევე  უცხოეთიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ.  ინოვაში ასევე იმართება დარგობრივი კონფერენციები, სადაც ხდება საოპერაციოდან პირდაპირი ჩართვების - live surgery-ის - უზრუნველყოფა.

 

მიმართულებები

 

სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ორიენტაცია;

• ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისების  შემუშავება და დანერგვა;

• პაციენტის ჯანმთელობის მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება;

• სამედიცინო სერვისების მოქნილობა და ხელმისაწვდომობა;

• სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის უწყვეტი განვითარება;

• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

• თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროფესიულ კავშირებთან.

 

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:

 

• ნეიროქირურგია

• ორთოპედია-ტრავმატოლოგია

• გინეკოლოგია

• ზოგადი ქირურგია

• პლასტიკური ქირურგია

 

სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ შემდეგი სახის ამბულატორიულ მომსახურებას:

 

თერაპია

✔ კარდიოლოგია

✔ ნევროლოგია

✔ ანგიოლოგია

✔ ალერგოლოგია

✔ მამოლოგია

✔ ოფთალმოლოგია

✔ ენდოკრინოლოგია

✔ გასტროენტეროლოგია

✔ ოტორინოლარინგოლოგია

✔ რენტგენი-ექოსკოპია

✔ კომპიუტერული ტომოგრაფია

✔ ლაბორატორუილი კვლევები


ექიმები
გაზიარება
კომენტარები