ჟორდანიას კლინიკა (ვაკე)

ჟორდანიას კლინიკა (ვაკე)

ი. აბაშიძის 65
+995 032 2 24 32 32
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის  რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

დაარსების თარიღი: 2011 წელი


ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში პირველი დაწესებულებაა (დაარსებული პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ 1958 წელს), რომელმაც რეპროდუქტოლოგიის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა. 

არსებობის მანძილზე ინსტიტუტში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი. დღეისათვის იგი საქართველოში რეპროდუქტოლოგიის ეროვნულ ცენტრს წარმოადგენს. 
პროფ. იოსებ ჟორდანიას მიერ დასახული მიზანი და ამოცანები წინ უსწრებდა მის ეპოქას და დღემდე ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად პროგრამად რჩება. 

2016 წელს, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი VIVO Medical Group- ში გაერთიანდა. ჯგუფში გაერთიანების შემდეგ კი ის სრულად განახლდა, გარემონტდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება. 

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალ ექიმთა გუნდი , თითოეულ პაციენტს აწვდის ხარისხიან სამედიცინო სერვისებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით.


მიმართულებები


✔ ინვიტრო განაყოფიერება

✔ მეან-გინეკოლოგია 

✔ გენეტიკა 

✔ ენდოკრინოლოგია 

✔ დიეტოლოგია-ნუტრიციოლოგია 

✔ ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა 

✔ ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია 

✔ ანდროლოგია 

✔ რეპროდუქტოლოგია 

✔ მამოლოგია 

✔ საოფისე გინეკოლოგია 

✔ ენდოსკოპიური ქირურგია 

✔ დერმატოლოგია 

✔ პედიატრია 

✔ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა 

✔ ინსემინაცია 

✔ დონაცია-სუროგაციის პროგრამები 

✔ გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია


ექიმები
გაზიარება
კომენტარები