სასწრაფო: +995 032 294 00 11
წინასწარი ჩაწერა: +995 032 277 62 62
რეგისტრატურა: +995 577 236 507
სასწრაფო: +995 577 770 503
სასწრაფო ზუგდიდი: +995 577 200 022
ელ-ფოსტა: Guli@Guli.ge
სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა 10:00 – 16:00
ემერჯენსი: ორშაბათი - კვირა 00:00 – 00:00
კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ პირველი კერძო კლინიკა გახლავთ საქართველოში, რომელიც 1996 წელს ჩამოყალიბდა ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ბაზაზე. კლინიკის დირექტორები არიან ანზორ და თამარ მელიები. კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონალურ თუ პირადი კარდიოლოგის პირობებში. იგი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში ფუნქციონირებს კათეტერიზაციის და ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორია, სადაც წარმატებით კეთდება ინვაზიური (მცირედ სისხლიანი) ჩარევები გულზე: ანგიოგრაფია, ანგიოპლასტიკა, მუდმივი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია, სხვადასხვა ტიპის არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია. პირველად საქართველოში აქ დაინერგა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, უეცარი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
გარდა ამისა კარდიოლოგიურ კლინიკა „გულს“ აქვს ფილიალი ქალაქ ზუგდიდში, რომელიც ასევე არის მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულება კომპიუტერული ტომოგრაფიით, რენტგენოგრაფიით, კათეტერიზაციის ლაბორატორიით, სტაციონარით, ამბულატორული მომსახურებით და ყველა იმ სერვისით, რაც აუცილებელია პაციენტის დიაგნოსტირებისთვის.
კლინიკა აქტიურად არის ჩართული როგორც პრედიპლომურ, ისე პოსტდიპლომურ საგანმანათლებლო პროგრამებში - აქვს აკრედიტირებული პოსტდიპლომური უწყვეტი განათლების პროგრამები სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისათვის. ამავე დროს, კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს სამედიცინო ინსტიტუტებთან. უკვე რამოდენიმე წელია კლინიკაში აკრედიტირებულია სარეზიდენტო პროგრამა „კარდიოლოგია“-ში.