მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

თბილისი, ლისის ტბის მიმდებარედ #4
+995 32 2 43 01 00
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

დაარსების თარიღი  2009 წელი 

სამუშაო საათები: 09:00-16:30 (ორშაბათი - პარასკევი)


„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" შექმნის იდეა 1995 წელს დაიბადა. იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა არცერთი კერძო კლინიკა. ამჟამინდელი ცენტრის სამი დამფუძნებელი, კონსტანტინე მარდალეიშვილი, გიორგი ლოლაძე და ვლადიმერ ხატელიშვილი დაუკავშირდნენ გერმანელ პროფესორ ალბერტ შელერს, ქალაქ კონვერტსთჰაიმის ერთ-ერთი ონკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელს, რომელმაც ცენტრის გახსნის იდეა მოიწონა და დაეხმარა ქართველ კოლეგებს, როგორც  ფინანსურად, ასევე  კადრების მომზადებაში. ასე შეიქმნა პირველი კერძო ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრი საქართველოში. მას დაერქვა სახელი „ტრიონი“. იმ დროს, ასეთი ტიპის ცენტრი მხოლოდ ოცნება იყო. ონკოლოგიური ცენტრისაგან დაქირავებული იქნა 2 ოთახი და რამოდენიმე პალატა. ამ პირობებში ცენტრმა ორი წელი იმუშავა, 1996 წლისთვის კი შეიქმნა ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული კლინიკა, რომელიც უკვე ონკო-ცენტრის სრულ მე-9 სართულს იკავებდა. 

 

შემდგომი განვითარება


სამედიცინო ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, მოთხოვნა ცენტრის მომსახურებაზე წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდებოდა, ხოლო 2009 წლისთვის, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა" შეიძინა საკუთარი შენობა, რომელიც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. თავდაპირველად, ამ ცენტრის სახელწოდება იყო უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრი, დღეს კი ცენტრი წარმოდგენილია, როგორც „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი", ბრენდის სახელი კი „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრია“. დღეს კლინიკა ყოველდღიურად უამრავ პაციენტს ემსახურება. წლის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში ტარდება 3000-ზე მეტი ოპერაცია და ეს რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.

 

აღჭურვილობა 


„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თავისი აღჭურვილობით და საუკეთესოდ მომზადებული პერსონალით ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა დიაგნოსტიკური კვლევები, ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება. ცენტრში ფუნქციონირებს თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური ქირურგიის, თორაკალური ქირურგიის, ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილება. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ასევე ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.

ბოლო თაობის აპარატურით მოწყობილ საოპერაციო ბლოკებში პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ქვეყნის საუკეთესო ქირურგები. ოპერაციის შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო გამოარჩევს კლინიკას, სადაც კეთილგანწყობილი და კარგად მომზადებული მედპერსონალი მუდმივად ზრუნავს პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში", ასევე, წარმატებით ფუნქციონირებს გენომის კვლევის და დიაგნოსტიკის ცენტრი. აღნიშნული კვლევები ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში, რადგან მისი საშუალებით დგინდება გენეტიკური მუტაციები, ადამიანის წინასწარგანწყობა სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეების მიმართ. წერტილოვანი მუტაციები და ქრომოსომული დარღვევები ზუსტად ადგენენ სიმსივნის ბუნებას, იძლევიან დაავადების წარმოშობის და მიმდინარეობის პროგნოზს და უზრუნველყოფენ მაქსიმალურად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მკურნალობის პროცესში. ეს ზოგავს პაციენტის რესურსებს და ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას.

 

 სპეციალისტები 


  კლინიკაში მუშაობენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც გამუდმებით ზრუნავებ განვითარებაზე,   სისტემატიურად აახლებენ მეთოდებს უკეთესობისკენ,  სარგებლობენ მაღალი ხარისხის ლაბორატორიით,  პაციენტებზე ზრუნვა მათი ყოველდღიურობაა და რაც მთავარია, მათ არ ეზარებათ პაციენტების ინფორმირება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" მიერ გაწეული მომსახურებების ღირებულების 70%-მდე ფინანსდება სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ქიმიო და სხივური თერაპიის მომსახურება კი 80%-ით. ისეთ სერვისებზე, რაზეც საყოველთაო დაზღვევა არ ვრცელდება, მაგალითად რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, მოქმედებს რეფერალური სამსახურის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსებები.

 

მიმართულებები



  • • თავ-კისრის ქირურგია
  • • ფარისებური ჯირკვალი
  • • ხორხის სიმსივნე
  • • ყბაყურა ჯირკვალი
  •  • ტუჩი და პირის ღრუს ორგანოები
  •  • კანი და რბილი ქსოვილები
  •  • ზედა დაქვედა ყბა
  •  • სანერწყვე ჯირკვლები
  •  • კისრის ლიმფური აპარატი
  •   მამოლოგია
  •  • გინეკოლოგია
  •  • საშვილოსნოს ყელის სიმსივნე
  •  • საშვილოსნოს ტანის სიმსივნე
  •  • საკვერცხის სიმსივნე
  •  • საშოს და ვულვას სიმსივნე
  •  • ქიმიოთერაპია
  •  • აბდომინური ქირურგია
  •  • თოროკალური ქირურგია
  •  • კრიოქირურგია
  •  • ლაზერული ქირურგია
  •  • ლაპარასკოპიული ქირურგია
  •  • დიაგნოსტიკა
  •  • ციტოლოგია
  •  • ექოსკოპია
  •  • ენდოსკოპია
  •  • სტომატოლოგია
  • • საოპერაციო-რეანიმაციული ბლოკი
  •  • უჯრედული თერაპია
  •  • სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპია და ინდივიდუალური ვაქცინები
  •  • ინ ვიტრო განაყოფიერება


 


ექიმები
გაზიარება
კომენტარები