პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

ვ.გორგასლის ქ. 39
+995 322244455
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

სამშობიარო სახლი 

info@pineo.ge


"PINEO Luxury“ მე-4 სამშობიარო სახლის ბაზაზე შექმნილი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს განყოფილებაა. ახალი კონცეფციის სამშობიარო სახლში საცხოვრებელი გარემოა შექმნილი.

მომავალი დედებისთვის, პალატების ნაცვლად, ოთახებია გამოყოფილი, სამედიცინო ნივთები კი შეუმჩნეველ ადგილზეა განთავსებული.

ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა - პალატების სახელებია და შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი. საჭიროების შემთხვევაში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიაროში ნევროლოგიის, ქირურგიის, კარდიოლოგიის, ასევე დიდებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც არის განთავსებული.

ახალი კონცეფციის სამშობიარო რეგიონში პირველია. სახლის ტიპის კონცეფციის სამშობიარო თავდაპირველად სკანდინავიაში, შემდგომში კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა.


სამეანო დეპარტამენტი 


  • სამეანო ბლოკი;
  • ფიზიოლოგიური მშობიარობა;
  • პათოლოგიური მშობიარობა: ოპერაციული მშობიარობები
  • ვაკუუმექსტრაქცია;
  • მაშებით მშობიარობა;
  • სამეანო სისხლდენები , რომლიც მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მართვას;
  • მესამე საკეისრო კვეთა;
  • მაღალი რისკის მშობიარობები : ექსტარაგენიტალური და გენიტალური პათოლოგიები;


ორსულთა დაკვირვების პალატები:

  • მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა (ორს 22 0/7კვ-33 6/7კვ)
  • მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა (ორს 33 6/7კვ-36 6/7კვ)
  • სანაყოფო სითხის ნაადრევი დაღვრა;
  • პრეეკლამფსია მძიმე ფორმის;
  • ვადაგადაცილებული ორსულები;
  • მაღალი რისკის ორსულები ექსტრაგენიტალური და გენიტალური პათოლოგიებით;


მელოგინეთა განყოფილება

  • მელოგინეთა სეფსისი;
  • პრეეკლამფსია, ეკლამფსია ლოგინობს ხანაში;


კარდიოლოგიური დეპარტამენტი


კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“-ს კარდიოლოგიური სამსახური მოიცავს კარდიოინტენსიურ, ზოგად თერაპიულ განყოფილებას და კარდიოლოგიურ ამბულატორიას. დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კარდიოლოგებით და თერაპევტებით. გათვალისწინებულია თითოეული პაციენტის სრულყოფილი მოვლა და მკურნალობა გამოცდილი მედპრესონალის მიერ.


ამბულატორიული განყოფილება 


  • კარდიოლოგის და თერაპევტის კონსულტაცია;
  • 2D და 3D ექოკარდიოგრაფია;
  • დატვირთვის ტესტი (treadmill);
  • 24-სთ-იანი არტერიული წნევის და ჰოლტერის ეკგ მონიტორინგი;
  • სტრეს-ექოკარდიოგრაფია.

კარდიოლოგიური განყოფილების ბაზაზე ფუნქციონირებს არითმოლოგიური და ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურები. აღჭურვილია თანამადრეოვე აპარატურით, რომელიც 24-სთ-იან რეჟიმში გთავაზობთ შემდეგი პროცედურების ჩატარებას:

  • კორონარული არტერიების ანგიოგრაფია და ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით;
  • დროებითი და მუდმვიი რითმის წამყვანების (პეისმეიკერის) იმპლპანტაცია;
  • კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების და რესინქრონიზატორების იმპლანტაცია.
  • პაციენტების დიაგნოსტირების და მკურნალობის სქემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.


ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი


„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ ს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სამსახური მოიცავს განყოფილებებს კრიტიკული და მძიმე პაციენტებისთვის: მაღალი რისკის ახალშობილთა, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა სპეციალური მოვლის. სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, მკურნალობის პროცესში არის ჩართული შესაბამისი პროფილის კონსულტანტები. გათვალისწინებულია თითოეული პაციენტის სრულყოფილი თერაპია და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სამსახური აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, 24 სთ-იან რეჟიმში შესაძლებელია ჩატარდეს ყველა აუცილებელი გამოკვლევა. პაციენტს ვთავაზობთ სრულ ნეონატალურ სერვისს, როგორც მძიმე, ისე გამოსაზრდელი ახალშობილების მართვისათვის, გათვალისწინებულია პაციენტის ბინაზე გაწერის შემდგომი მეთვალყურება.


პინეო კრიტიკული მედიცინა


„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“-ს კრიტიკული მედიცინის და ანესთეზიის სამსახური სრულად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს პაციენტს საუკეთესო დახმარება. მაღალკვალიფიციური ექიმები და პერსონალი მზად არიან გაუწიონ დახმარება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს, ასევე მათ, ვისაც აქვთ შედარებით მსუბუქი მდგომარეობა. სამკურნალო პროცედურების შედგენისას გამოიყენება მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც სპეციფიურად ესადაგება პაციენტების მრავალფეროვან დაავადებებსა და საჭიროებებს.

კლინიკის გადაუდებელ მიმღებში ხდება პაციენტის შეფასება იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოხდეს მისი მკურნალობის პროცესის ზუსტი დაგეგმვა და კოორდინირება.


ინტენსიური თერაპიის განყოფილება


ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობები, აგრეთვე ფართო სპექტრის დაავადებები – გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური, სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დარღვევები, ტრავმა, და სხვა. 

ანესთეზიოლოგიური სერვისი პაციენტებს უზრუნველყოფს უახლესი მომსახურებით იმ მრავალფეროვანი ქირურგიული ოპერაციებისათვის, რომლებიც ტარდება სხვადასხვა ქირურგიულ დარგებში. ჩვენი პროფესიონალიზმი ეხმარება ქირურგიულ განყოფილებებს გაზარდოს ოპერატიული მკურნალობის ხარისხი უმაღლეს დონემდე, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ოთახებში პაციენტებს ჩაუტარონ უსაფრთხო და გაუმჯობესებული ოპერაციები.


ნეონატოლოგების გვერდი


ინტრანატალური პერიოდი 

ის სამშობიარო ტკივილით იწყება და ახალშობილის დაბადებით და ჭიპლარის გადაკვანძით მთავრდება. ეს პერიოდი საშუალოდ 2-4 საათიდან 18 საათამდე გრძელდება.


ნეონატალური პერიოდი

ჭიპლარზე მომჭერის დადებიდან იწყება ახალშობილობის ანუ ნეონატალური პერიოდი, რომელიც 28 დღე გრძელდება, აქედან პირველი 7 დღე ანუ 168 საათი – ადრეულად ნეონატალურ, ხოლო 7-დან 28 დღემდე გვიან ნეონატალურ პერიოდად არის მიჩნეული.


ახალშობილის მოვლა

კლინიკა „პინეოში“ მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები. ნეონატოლოგები და ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად უზრუნველყოფენ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან მიმართებაში დაცულია ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხური. 


ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ხელს უწყობს ეფექტური წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას, ახალშობილის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, დედისა და ახალშობილის მშობიარობის სტრესის მოხსნას, ბავშვის კანზე დედის მიკრობული ფლორის კოლონიზაციას, ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას, ოქსიტოცინის გამომუშავებას, დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებას, ხსენის მიღებას პირველი ერთი საათის განმავლობაში და ახალშობილის ინფექციებისგან დაცვას.


პროფილაქტიკა და მოვლა

მშობიარობიდან 1 საათში კლინიკაში ხორციელდება კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით ახალშობილს უტარდება ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას K ვიტამინის ორალური ფორმის საშუალებით დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში.

ახალშობილის მარკირება ტარდება მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები. შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.

ახალშობილის სრულ გასინჯვა ხდება დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება.

სიცოცხლის მე-3-4 დღეს კეთდება სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე. სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.

გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის. კლინიკიდან გაწერისას მშობლები იღებენ სათანადო რჩევა დარიგებებს ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით.აგრეთვე მათთვის ცნობილია ყველა ის საშიში სიმპტომი რომლთა გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ნეონატოლოგს.


ამბულატორიული სერვისები


„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“-ს ამბულატორიაში წარმოდგენილია შემდეგი სერვისები:


  • ოჯახის ექიმის კაბინეტი;
  • კარდიოლოგიური სერვისი;
  • ნევროლოგიური სერვისი;
  • ქირურგიული სერვისი;
  • დიაგნოსტიკური სერვისები:
  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი
  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
  • რენტგენოდიაგნოსტიკა
  • კომპიუტერულ ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა


  • ახალშობილთა სერვისები


  • ახალშობილის მეთვალყურეობა.
  • ნეოროსონოსკოპია
  • ახალშობილის ექოკარდიოგრაფია
  • ახალშობილთა, ჩვილთა და ბავშვთა აცრები იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით.
  • ახალშობილთა სერვისები
  • ახალშობილის მეთვალყურეობა.
  • ნეოროსონოსკოპია.
  • ახალშობილის ექოკარდიოგრაფია.
  • ახალშობილთა, ჩვილთა და ბავშვთა აცრები იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით.
  • გინეკოლოგიური სერვისები
  • კოლპოსკოპია;
  • საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია;
  • საშვილოსნოს ყელის ელექტროკოაგულაცია;
  • საშვილოსნოს ყელის ლაზერული თერაპია (ექსციზიო);
  • Pap test;
  • დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია.


სამეანო სერვისები


  • ექსკრეტორული ულტრასონოგრაფიული კვლევა
  • ინვაზიური გენეტიკური პროცედურები:
  • ქორიონის ბიოფსია;
  • ამნიოცენტეზი;
  • კორდოცენტეზი;
  • კარდიოტოკოგრაფია.
  • სპეციალისტთა კონსულტაციები
  • მენ-გინეკოლოგი
  • ენდოკრინოლოგი
  • ფსიქოლოგი
  • პედიატრი
  • ნევროლოგი
  • ქირურგი
  • უროლოგი
  • სექსოლოგი
  • ანესთეზიოლოგი
  • თერაპევტი
  • ფსიქიატრი
  • კარდიოლოგი
  • ნეიროფსიქოლოგი


გაზიარება
კომენტარები