დარსების თარიღი: 2016 წელი
სამუშაო საათები: 09:00 - 17:00 (ორშაბათი-პარასკევი)
დაარსების ისტორია
2016 წლიდან საქართველოში გაიხსნა სხივური მედიცინის ცენტრი - საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული სამედიცინო კლინიკა, რომელიც უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით და უცხოეთიდან მოწვეული სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების სამედიცინო სერვისს სხივური და ბირთვული მედიცინის მიმართულებით.
კლინიკის შესახებ
„სხივური მედიცინის ცენტრი" ქვეყნის მასშტაბით პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბიმის მომსახურებას სთავაზობს. ცენტრმა ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო და აღჭურვილია უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რათა ვუზრუნველყოთ ზედმიწევნით ზუსტი და შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის კურსი.
მისია
ცენტრის მისია პაციენტის გამოჯანმრთელებაა, რაც მიიღწევა თითოეული ავადმყოფისთვის მკურნალობის ინდივიდუალური კურსის განსაზღვრით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში მოსულმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა თავი იმედიანად და დაცულად იგრძნონ, რისი გარანტიც პროფესიონალი ექიმების გუნდია.
პრიორიტეტები
უსაფრთხოება - სხივური მედიცინის ცენტრის სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცედურა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ამავდროულად აბსოლუტურად უსაფრთხო.
ხარისხი - კლინიკაში მკურნალობა მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტებით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
პროფესიონალიზმი - პაციენტების მკურნალობას ქართველ ექიმებთან ერთად წარმართავს თურქეთის Liv Hospital-ის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი (ექიმები, ფიზიკოსები, ტექნიკოსები).
თანამედროვე მეთოდების
დანერგვა - ჩვენ მუდმივად მივისწრაფით განვითარებისკენ, ვნერგავთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს, ამასთანავე ვიცავთ მაღალ მორალურ პრინციპებს და პროფესიულ სტანდარტებს: კონფიდენციალურობა, ნდობა, პატივისცემა და გამჭვირვალობა.
დღეისათვის, ონკოლოგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვა იძლევა ავადმყოფის გამოჯანმრთელების და სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ უწევთ გამგზავრება, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.