თალიზი TALIZI

თალიზი TALIZI

ტაშკენტის ქ. 27
+995 32 214 15 15; +995 599 565 788
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

თალიზი TALIZI

თმის გადანერგვის ცენტრი

clinic@talizi.ge


TALIZI  დაარსდა ქ. თბილისში 1998 წელს. კლინიკის ხელმძღვანელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების, აზიის თმის აღდგენითი ქირურგიული ასოციაციისა და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის წევრი, ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის პროფესორი აკაკი წილოსანი.

დღეისთვის თალიზი თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიოში აღიარებული მოწინავე კლინიკაა, რომელიც თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრია. „თალიზში“ პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან.  კლინიკის ფილიალები ფუნქციონირებს უკრაინაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ხოლო საკონსულტაციო ცენტრები – სამხრეთ კორეაში, ირლანდიაში, ლიტვასში,ბელარუსიაში,სომხეთში,აზერბაიჯანში,მალაიზიაში,რუმინეთსა და ესპანეთში.

თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მრავალწლიან  გამოცდილებაზე დაყრდნობით,  თმის გადანერგვა „თალიზში” არის სრულიად უმტკივნეულო პროცედურა გარანტირებული შედეგებიოთ, ყოველგვარი გართულებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე. თმის გადანერგვას არ სჭირდება წინასწარი მომზადება, ოპერაციის შემდგომ პერიოდში არ ინიშნება არავითარი მკურნალობა.

კლინიკას აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების ლიცენზია. ცენტრში სისტემატურად ხდება თმების ქირურგ-ტრანსპლანტოლოგების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც.


თმის ცვენა და მისი მკურნალობა

„თალიზში“ დანერგილია თმის ცვენის როგორც კონსერვატიული (არაქირურგიული), ისე ქირურგიული მკურნალობის მსოფლიოში აპრობირებული ყველა თანამედროვე მეთოდიკა.

თმის ცვენის ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტს შეუძლია  კლინიკას და გაიაროს პირდაპირი ან ონლაინ კონსულტაცია.  ექიმების მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი საშუალებას მოგცემთ პირველივე კონსულტაციაზე დაისვას სწორი დიაგნოზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, იშვიათ შემთხვევებში დიაგნოსტიკისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს სკალპის კომპიუტერული სკანირება.

პირველადი კონსულტაცია ექიმთან  „თალიზში“ უფასოა და ანონიმური.


თმის ცვენის კონსერვატიული (არაოპერაციული) მკურნალობა


თმის ცვენის მკურნალობის კონსერვატიულ (არაოპერაციულ) მეთოდებს შორის  კლინიკაში გამოიყენება მედიკამენტოზური მკურნალობა, მეზოთერაპია, ლაზეროთერაპია, პლაზმოლიფტინგი და ალტერნატიული უძველესი იაპონური ტექნიკა - რეიკი რიოჰო.


მედიკამენტოზური მკურნალობა

დღეისათვის ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ (Food and Drag Administration - FDA) ანდროგენული ალოპერციის სამკურნალოდ აღიარებულია მხოლოდ ორი პრეპარატი - ფინესტერიდი და მინოქსიდილი.

ფინესტერიდი (პროპეცია, პროსკარი) - პერორალურად მისაღები პრეპარატია, რომელიც ფერმენტ 5 - ალფარედუქტაზის ბლოკირებით თრგუნავს ტესტოსტერონის ტრანსფორმაციას აქტიურ ფორმაში - დეჰიდროსტერონში. ხდება დეჰიდროტესტორინის დონის შემცირება სისხლში და შედეგად მცირდება დეჰიდროტესტოსტერონის ალტერაციული ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე.

მინოქსიდილი (როგეინი) - ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პროცენტიანი (2 – 15%) ხსნარი ან ქაფია, რომლის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ამ პრეპარატების სისტემატიური, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გამოყენება, როგორც წესი, საშუალებას იძლევა შეჩერდეს თმის ცვენა, უკუიქცეს თმის მინიატურიზაცია და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს  თავის თმიანი საფარველის მდგომარეობა.


ლაზეროთერაპია

დაბალი ინტენსივობის ლაზერული გამოსხივების კერძოდ Haircomb Hairmax - ის სისტემის გამოყენებისას ხდება ლაზერული ენერგიის ზემოქმედება დასუსტებულ და არააქტიურ თმის ფოლიკულებზე და მათი უჯრედების გააქტიურება. ლაზერული გამოსხივება აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ფოლიკულების ირგვლივ, რაც ზრდის ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების მიწოდებას. 2009 წლიდან კლინიკა წარმატებით იყენებს ლაზერულ სისტემებს თმის ცვენის სამკურნალოდ.


მეზოთერაპია


მეზოთერაპია არის უწვრილესი ნემსებით სამკურნალწამლო პრეპარატების, ვიტამინების, ამინომჟავების და მიკროელემენტების მცირე დოზების შეყვანა დერმაში (მეზოდერმაში), უშუალოდ დაზიანების კერაში. შედეგად ხერხდება ზემოაღნიშნული აგენტების მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა პრობლემურ ზონაში და დგება შედარებით სწრაფი და გამოხატული თერაპიული ეფექტი. ანდროგენული და განსაკუთრებით ბუდობრივი ალოპეციის სამკურნალოდ მეზოთერაპია კლინიკაში  წარმატებით გამოიყენება 2003 წლიდან.


პლაზმოლიფტინგი ანუ PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) თერაპია


პლაზმოლიფტინგი არის პაციენტისავე სისხლისგან დამზადებული მისივე თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა დაზიანების კერაში, რაც იწვევს რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას, მიკროცირკულაციის და უჯრედული მეტაბოლიზმის გაძლიერებას, თმის ფოლიკულების გადართვას მოსვენების (ტელოგენი) სტადიიდან ზრდის (ანაგენი) სტადიაში. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ პლაზმოლიფტინგს სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის სამკურნალოდ, ასევე თმის გადანერგვის ოპერაციების შედეგების გასაუმჯობესებლად. „თალიზში” თმის გადანერგვის შემთხვევაში ყველა პაციენტს პლაზმოლიფტინგის პროცედურა უტარდება უფასოდ.


რეიკი რიოჰო


რეიკი რიოჰო წარმოადგენს უძველეს იაპონურ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდს, რომლის დროსაც რეიკის ოსტატი ახდენს ფოლიკულების დარღვეული ენერგეტიკული დონეების აღდგენას, რის შედეგადაც ხდება ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება, თმის ზრდის გააქტიურება და თმის ხარისხის გაუმჯობესება. ყოველივე ეს ხორციელდება პაციენტის ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციის ფონზე, რადგან ფოლიკულის მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული პაციენტის ემოციურ მდგომარეობაზე. ეს საოცარი ტექნიკა არაჩვეულებრივ შედეგებს იძლევა ყველა ოპერაციული და არაოპერაციული მკურნალობის მეთოდთან კომბინაციაში.

კონსერვატიული (არაოპერაციული) მკურნალობის ყველა მეთოდი მხოლოდ თმის ცვენის შეჩერების და არსებული თმის მდგომარეობის (მთის სტრუქტურის, დიამეტრის, ბზინვარების და სხვ.) გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. დღეისათვის არ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომლითაც ფოლიკულების რეგენერაციის მიღწევა, ანუ უკვე დაღუპული თმის ძირების აღდგენა და გამელოტებულ ადგილებში ახალი თმის ამოყვანა შეიძლებოდეს. ამიტომაა, რომ ანდროგენული, ნაწიბუროვანი და ტრაქციული ალოპეციის გამო დაკარგული თმის აღდგენის ერთადერთი საშუალება არის ოპერაციული მკურნალობა, თმის გადანერგვა (აუტოტრანსპლანტაცია).


თმის ცვენის ოპერაციული მკურნალობა


”თალიზი” მიეკუთვნება მსოფლიოს კლინიკების იმ მცირე რიცხვს, სადაც თანაბარი ოსტატობით ფლობენ თმის გადანერგვის ყველა მოწინავე ტექნოლოგიას - FUT - ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის, FUE - ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის, გრძელი თმის გადანერგვისა და BHT - სხეულის თმების გადანერგვის მეთოდებს. ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი აკაკი წილოსანი FUT და FUE გიგასესიების, მათი კომბინირებული გამოყენებისა და BHT ტექნიკის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტია და უკვე მრავალი წელია ატარებს თმის ტრანსპლანტაციის მასტერ კლასებს როგორც საქართველოში, „თალიზის“ სათაო კლინიკაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

FUT მეთოდი
FUT – ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია (Follicular Unit Transplantation – FUT) დღეისათვის არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი, რომლის დროსაც სადონორო მასალის მოპოვება ხდება კეფის არედან ელიფსური ფორმის ზონრის სახით. სადონორო ზონრიდან შემდგომში პრეპარირდება ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებები (გრაფტები), რომელთა იმპლანტირება ხორციელდება წინასწარ გაკეთებულ მიკროხვრელებში.

ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია იძლევა ბრწყინვალე კოსმეტიკურ შედეგს, ვინაიდან თმების გადანერგვა წარმოებს ფოლიკულური გაერთიანებების სახით ანუ თმის ძირების ისეთივე ჯგუფებით, როგორიც ბუნებაში გვხვდება ხოლმე. ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის (ზონრის) მეთოდის გამოყენებით ხერხდება შედარებით სწრაფად მოპოვებული და გადანერგილი იქნეს გრაფტების დიდი რაოდენობა (ჩვენს კლინიკაში საჭიროების შემთხვევაში 6000 გრაფტამდე 5-6 სთ-იანი პროცედურის განმავლობაში) ფოლიკულების მინიმალური დანაკარგით (ტრანსექციით) და იმპლანტირებული გრაფტების მაღალი (92% და მეტი) სიცოცხლისუნარიანობით.

ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის მეთოდის ერთადერთ ნაკლს წარმოადგენს სადონორო ზონრის მოპოვების შემდეგ კეფის არეში ხაზოვანი ნაწიბურის განვითარება. თუმცა ჩვენს მიერ გამოყენებული სადონორო ჭრილობის პლასტიკის მეთოდიკა ტრიქოფიტული დახურვის ბაზაზე, გამორიცხავს კეფის არეში შესამჩნევი ნაწიბურების განვითარებას და ის ადგილები, საიდანაც თმებია აღებული, რთული მოსაძებნია თვით პაციენტის პარიკმახერისთვისაც კი.

BHT მეთოდი

BHT მეთოდი საშუალებას იძლევა კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში მოპოვებული იქნეს დამატებითი გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან (მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან, წვერებიდან და ბოქვენიდან). ფაქტობრივად BHT მეთოდი არის სხეულიდან ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია.

BHT მეთოდით ერთი ოპერაციის განმავლობაში წვერიდან შეგვიძლია გადავნერგოთ 2000 გრაფტამდე, 1500 გრაფტამდე გულმკერდიდან და 1000 გრაფტამდე ბოქვენიდან.

გრძელი თმის გადანერგვა

გრძელი თმის გადანერგვა წარმოადგენს თმის გადანერგვის FUT (ზონრის) მეთოდის დახვეწილ ნაირსახეობას, რომლის დროსაც გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) ინერგება არა 2 მმ-მდე შეკრეჭილი, არამედ გრძელი 3 - 8 სმ და მეტი სიგრძის თმებითურთ.

მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ პაციენტი და ექიმი (ქირურგიული ბრიგადა) ოპერაციის შედეგს ხედავენ არა ერთი წლის შემდეგ, როგორც ამას აქვს ადგილი თმის გადანერგვის სხვა მეთოდების დროს (FUT, FUE ან BHT), არამედ უშუალოდ ოპერაციის დამთავრებისას. მიუხედავად იმისა, რომ გადანერგილი გრძელი თმების უმრავლესობა ცვივა ოპერაციიდან 1 თვის განმავლობაში და ამოსვლას იწყებს 2-3 თვის შემდეგ (როგორც თმის გადანერგვის სხვა მეთოდებით ჩატარებული ოპერაციების შემდეგ).


მომსახურება უცხოელი პაციენტებისთვის 

  • ტრანსპორტირება
  • სასტუმრო მომსახურება
  • ტურისტული ტურები
  • სავიზო ინფორმაცია
  • ფრენების განრიგი


ექიმები
გაზიარება
კომენტარები