თბილისის ონკოლოგიური ცენტრი

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი

ლუბლიანას ქ. 5
+995 32 236 44 85/86
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი

მულტიპროფილური საავადმყოფო

დირექტორი პროფ. ზურაბ რაინაული 

სამუშაო საათები: 9.30  - 17.00 

info@cancer.ge

http://cancercenter.ge


დაარსების ისტორია


თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი  (იგივე თბილისის ონკოლოგიური ცენტრი) საქართველოში ონკოეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაანალიზებისა და მისი გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 2003 წელს დაფუძნდა . ის პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი სპეციალიზირებული დაწესებულება გახლდათ, რომლის დანიშნულებას კიბოს პრევენცია და მისი ადრეული დიაგნოსტიკა წარმოადგენდა.

მერიის  მხადრაჭერილი პროგრამის ფარგლებში, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობდა:

  • თბილისის პოპულაციური რეგისტრის შექმნა;
  • საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, მათ შორის რაიონკოლოგებისა და ოჯახის ექიმების გადამზადება;
  • სკრინინგ პროგრამების განხორციელება;
  • კიბოთი დაავადებული ადამიანების მართვა. (კონტროლი)

2006 წელს პროგრამის თანადამფინანსებელი და თანამონაწილე გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) გახდა, რომელმაც 2007 წელს, ეს პროგრამა რეგიონში გაეროს მიერ დაფინანსებულ, ყველაზე წარმატებულ სამედიცინო პროექტად აღიარა.

2008 წელს, ევროპის ონკო-გინეკოლოგთა ასოციაციამ, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომელიც ონკოლოგიური დისპანსერის ბაზაზე ხორციელდებოდა, აღნიშნულ სფეროში ყველაზე წარმატებული პროგრამის სტატუსით დააჯილდოვა.

(თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი (დირექტორი) - 2003 -2012 წლებში იყო MD, PHD, MPH, - გიორგი გაბუნია)


განყოფილებები

ცენტრში ხორციელდება პაციენტთა როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მედიკამენტოზური და ქირურგიული მკურნალობა. 

კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:

  • მამოლოგია
  • კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია
  • თავ-კისრის ქირურგია
  • ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგია
  • ოფთალმოლოგია
  • გინეკოლოგია
  • უროლოგია
  • ორთოპედია-ტრავმატოლოგია
  • აღდგენითი (პლასტიკური) ქირურგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია
  • ქიმიოთერაპია
  • რეანიმაცია-ანესთეზია
  • პროქტოლოგია
  • ლაბორატორია
  • ციტოლოგია
  • ენდოსკოპია
  • რადიოლოგია
  • სხივური თერაპია
  • ლაპარასკოპიული ქირურგია


დეპარტამენტები

  • სტრატეგიული განვითარების, აკადემიური და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • კლინიკური დეპარტამენტი;
  • ონკოდაავადებათა სკრინინგისა და მკურნალობის განვითარების დეპარტამენტი;
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
  • რეგისტრაციის, ფინანსური და სადაზღვევოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • ადამიანური რესურსების მართვის, პროგრამების განვითარებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტი;


კვლევები 

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი  2008 წლიდან აქტიურად  არის ჩართული მრავალ საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში, რაც განაპირობებს პაციენტებისთვის ეფექტური და ხარისხიანი მკურნალობის მეთოდების ხელმისაწვდომობას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და განკურნებას. 

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში კლინიკური კვლევა ტარდება საერთაშორისო ეთიკისა და სამეცნიერო ხარისხის სტანდარტების დაცვით: GCP, ICH გაიდლაინის მიხედვით, რაც სრულ შესაბამისობაშია ჯანდაცვის შესახებ მოქმედ კანონთან, საქართველოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ფარმაკოლოგიური კომიტეტის დებულებებთან.

კლინიკური კვლევის დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო კლინიკური კვლევების ჩატარებისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას, უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტების გუნდით, რომელთაც გააჩნიათ საკმარისი დრო და ცოდნა კლინიკური კვლევების წარმოებისათვის GCP სტანდარტების შესაბამისად.


ექიმები
გაზიარება
კომენტარები