უნიდენტი

უნიდენტი

დავით აღმაშენებლის 126
+995 032 94 03 94
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

უნიდენტი UNIDENT

სტომატოლოგიური კლინიკა 

info@unident.ge

1994 წ. - საქართველოში, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის N126-ში გაიხსნა სტომატოლოგიის კლინიკა „უნიდენტი“. კლინიკის დამფუძნებელთა უდიდესი სურვილი იყო – ისეთი სამედიცინო ცენტრი დაარსება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პაციენტების უნიკალური და უნივერსალური სტომატოლოგიური მეთოდით მკურნალობა. ამ მიზნით „უნიდენტის“ შტატი პროფესიონალი კლინიცისტებითა და სასწავლო-კვლევითი საქმიანობის დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის,რომ ჯანდაცვის სამინისტრომ „უნიდენტს“ სტომატოლოგიის სხვადასხვა დარგში ექიმი-რეზიდენტების მომზადების უფლება მიანიჭა. კლინიკა ამ საქმეს თავს წარმატებით ართმევს.

1996 წლიდან  დღემდე „უნიდენტში“ რეზიდენტურა რამდენიმე ასეულზე მეტმა  ექიმმა-სპეციალისტმა გაიარა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სამედიცინო დაწესებულებებში. 

უნიდენტი“ რეგულარულად ახორციელებს ქართველი და უცხოელი პროფესორებისა და სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელი მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ბრენდების მასტერ-კლასების ორგანიზებას მათთვის, ვისაც პრაქტიკულ სტომატოლოგიაში დახელოვნება სურს.

კლინიკაში ექიმ რობერტ შალტერის (მიუნჰენი, ბავარია, გერმანია) ძალისხმევითა და დახმარებით მაღალ დონეზე აღიჭურვა კბილის სატექნიკო ლაბორატორია. ამან საშუალება მოსცა ,,უნიდენტს'' მაქსიმალურად დაეხვეწა ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების პროცესი, გაეზარდა მათი ესთეტიკური პარამეტრები და სტომატოლოგიური სამსახურის გერმანული სტანდარტებისთვის მიეღწია.

,,უნიდენტში'' პირველად საქართველოში დაინერგა ყბა-კბილთა სისტემის ორთოდონტული მკურნალობის ახალი მეთოდები. ტრადიციული მოსახსნელი ტიპის აპარატების ალტერნატივად მოუხსნელი ტიპის ორთოდონტული აპარატები – ბრეის-სისტემა გამოიყენება. კლინიკაში მუშაობს აშშ-ში რეზიდენტურადამთავრებული და სერტიფიცირებული, საქართველოში მოღვაწე პირველი ექიმი-ორთოდონტი – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი თამარ კუბლაშვილი. რუსეთში სერტიფიცირებული ექიმი-ორთოდონტი - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი თეა ზერეკიძე, ექიმი-ორთოდონტი გიორგი გუჯაბიძე (1999 წელს, პირველად საქართველოში მან დაიწყო ბრეისებით მკურნალობა).

უნიდენტში“ რეგულარულად ტარდება აქციები, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სამედიცინო დახმარებას თერაპიულ სტომატოლოგიაში.

კლინიკაში თვალსაჩინო კონტროლია სტერილიზაციაზე. „უნიდენტის“ პაციენტს სპეციალური მარკერების საშუალებით თავად შეუძლია დარწმუნდეს სამედიცინო ინსტრუმენტთა სტერილობაში. 


ექიმები
გაზიარება
კომენტარები