ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ი. ჭავჭავაძის გამზ. 33
+995 32 2214 400
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა წარმოადგენს მრავალპროფილიან საავადმყოფოს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით.

კლინიკის მედპერსონალის მიზანია, აქ შემოსულმა  პაციენტებმა მიიღონ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური სერვისი და მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში.

სიმონ ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა არაერთი ათეული წელია არსებობს. მისი მშენებლობა 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო და დასრულებული სახით, 1975 წელს გაიხსნა როგორც ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა საავადმყოფო. მანამდე, ამ ტერიტორიაზე არსებულ კლინიკა ქალაქის მეცხრე საავადმყოფოს სსხელით იყო ცნობილი, რომელიც თავის მხრივ, 40-იანი წლებიდან დაწყებული სამკურნალო დაწესებულების პარალელურად წარმოადგენდა სასწავლო პროცესის კლინიკურ ბაზას (ექიმთა დახელოვნების კლინიკური საავადმყოფოს).

დღეს, სიმონ ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავაც განაგრძობს ტრადიციებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამებში. სამედიცინო დაწესებულებაში რეგულარულად ტარდება სასწავლო-პრაქტიკული კურსები როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტების მოსამზადებლად. ამავე დროს ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები, რაც ნებისმიერ სფეროში განვითარების აუცილებელი პირობაა.

სიმონ ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

ამბულატორიული მომსახურება

  • ოტორინოლარინგოლოგი 
  • ნევროლოგი
  • ჰემატოლგი
  • გინეკოლოგი
  • ქირურგი
  • უროლოგი
  • ნეიროქირურგი
  • ყბა-სახის ქირურგი
  • სტომატოლოგი
  • ენდოკრინოლოგი
  • დერმატოლოგი
  • კოსმეტოლოგი
  • თერაპევტი
  • კარდიოლოგი
  • ოფთალმოლოგი
  • პედიატრი
  • რევმატოლოგი
  • მამოლოგი

სტაციონალური მომსახურება

  • ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი
  • ნევროლოგიის დეპარტამენტი
  • ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი
  • ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
  • ყბა-სახისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი
  • ქირურგიული გინეკოლოგიის დეპარტამენტი
  • ჰემატოლოგიის, ქიმიოთერაპიისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტი
  • ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტი
  • ძუძუსა და ენდოკრინული ქირურგიის ცენტრი
  • პლასტიკური ქირურგიის ცენტრი
  • დამწვრობის ცენტრი

რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა ხეჩინაშვილის კლინიკა?

აქ შემოსული თითოეული პაციენტი მიიღებს მომსახურების სრულ სპექტრს – მას არ დასჭირდება სხვა კლინიკაში წასვლა. მაღალპროფესიონალი მედპერსონალი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თითოეული პაციენტი კმაყოფილი და ბედნიერი დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ცხოვრებასა და საქმიანობას.

ექიმები
გაზიარება
კომენტარები