ი. ჟორდანიას სახ.რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი - ხელმძღვანელი პროფ. ა. ხომასურიძე

ი. ჟორდანიას სახ.რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი - ხელმძღვანელი პროფ. ა. ხომასურიძე

თევდორე მღვდლის 13
032 2 24 00 99
ინფორმაცია კლინიკის შესახებ

ი. ჟორდანიას სახ.რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი - ხელმძღვანელი პროფ. ა. ხომასურიძე

info@reproinstitute.ge 

    არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტმა აღნიშნული სახელით ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის 14 იანვარს. იგი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების მიერ. ახალი ინსტიტუტის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის პროფესორი არჩილ ხომასურიძე, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიური და სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.იგი გახლავთ საქართველოში რეპროდუქტოლოგიის დარგის ფუძემდებელი.. პროფ. არჩილ ხომასურიძე იყო 1984-2012 წლებში იოსებ ჟორდანიას სახ. ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი.

ინსტიტუტი დაკომპლექტებულია ინტელექტუალური გუნდით, რომელსაც აქვს 55 წლიანი შეუფასებელი გამოცდილება გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში. საქმიანობას აგრძელებენ ცნობილი ექიმები, რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები: ლიდა ფხალაძე, ლალი ფხალაძე, თინათინ ფირცხალავა, ნინო რაჟამაშვილი, ნინო დათოშვილი, ლუდა ბარბაქაძე, თამარ დიაკონიძე, მამოლოგი- რევაზ ციციშვილი, უროლოგ-ანდროლოგები გიორგი ნადარეიშვილი, ალექსანდრე ხელაია, სექსოლოგი- პროფ. ზურაბ მარშანია, ემბრიოლოგი- თინათინ სუპატაშვილი და სხვები.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ორსულობის ვადამდე მიუტანლობა, გინეკოლოგიურ - ენდოკრინოლოგიური დარღვევები რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და მოზარდ გოგონებში, კლიმაქტერული სინდრომის მართვა, გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ჰემოსტაზის დარღვევების - თანდაყოლილი თრომბოფილიის, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მიმდინარეობს სხავადასხვა სახის სექსუალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

კლინიკაში მოქმედებს ორსულთა მონიტორინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეულ გამოვლინებას და პროფილაქტიკას, მათ შორის სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების -მასტოპათიის, ფიბროადენომის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ინსტიტუტში მუშაობას აგრძელებს ცნობილი მამოლოგი - მედ. აკად. დოქტორი რევაზ ციციშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ჟორდანიას ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მამოლოგიურ სამსახურს. საშვილოსნოს ყელის დაავადებების დიაგნოსტიკა ხორციელდება კოლპოსკოპიის და პაპ- ტესტის საშულებით.

კლინიკაში ტარდება მამაკაცის შარდ - სასქესო ორგანოების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ენდოკრინული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. წარმოებს სპერმის გამოკვლევა რეპროდუქციული ფუნქციის შესაფასებლად, 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში - PSA და fPSA ონკოლოგიური რისკების განსაზღვრის მიზნით. მამაკაცებში აზოოსპერმიის დროს ტარდება ოპერაციული მკურნალობა - ტესტიკულებიდან სპერმატოზოიდების ექსტრაქცია (TESE), შემდგომ ინ - ვიტრო განაყოფიერება.

მიმდინარეობს ხელოვნური განაყოფიერებისთვის პაციენტების სათანადო მომზადება და შემდგომი პროცედურების შესრულება, ხელოვნური ინსემინაცია, საჭიროების შემთხვევაში დონორის გამოყენება. ტარდება რეპროდუქციული მასალის კრიოპრეზერვაცია - სპერმის გაყინვა პაციენტებში ონკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს მკურნალობის დაწყებამდე, შვილოსნობის გადავადების შემთხვევაში. ტარდება ტესტი წყვილთა შეუთავსებლობაზე უშვილობის იმუნოლოგიური და ცერვიკალური ფაქტორების დასადგენად, გამოკვლევა ანტისპერმულ ანტისხეულებზე.

ინსტიტუტის თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, მათ შორის მომხსენებლის რანგში.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: უპირველესად პაციენტების ინტერესების დაცვა, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება და პატიოსნება. მისი პრიორიტეტია ექიმთა ღირსეული მომავალი თაობების აღზრდა.



ექიმები
გაზიარება
კომენტარები