ინფორმაცია ექიმის შესახებ

სპეციალობა: ექიმი ფთიზიო-პულმონოლოგი, ბრონქოსკოპისტი, ინტერვენციული პულმონოლოგი

აკეთებს სასუნთქი გზების სტენტირებას, ლაზერულ რეზექციასა და სხვა ინტერვენციულ მანიპულაციებს;

არის ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის წევრი;

სამუშაო საათები: 09:30-17:00

ინტერნეტ გვერდი: bronchoscopy.ge

დაიბადა თბილისში;

განათლება:

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;

სამუშაო გამოცდილება: 

ორდინატურის გავლის შემდგომ, მუშაობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში; 

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი;

სამომავლო გეგმები: მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, ასევე, წერს ბრონქოსკოპიის სახელმძღვანელოს, არის ინტერვენციული პულმონოლოგიის როგორც სპეციალობის შექმნის პროცესში;

ბლიცი:

„საქართველოში ინტერვენციული პულმონოლოგის სპეციალობა არ არსებობს, მე სწორედ ამის ჩამოყალიბებას ვცდილობ, ვაკეთებ სასუნთქი გზების სტენტირებას, ლაზერულ რეზექციას და სხვა ინტერვენციულ მანიპულაციებს, რომელსაც არავინ აკეთებს.

მინდა ეს დარგი დავნერგოთ, მოწაფეებიც მყავს და იურიდიულად ვდგავარ ამ გზაზე. პროგრამა გადაცემული მაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ვნახოთ, როგორ დასრულდება განხილვა. “, - აცხადებს დავით ჭყონია და დასძენს, რომ მსოფლიო მედიცინაში არაინვაზიური და ნაკლებინვაზიური მანიპულაციები ანაცვლებს დიდი მასშტაბის ოპერაციულ ჩარევებს. 

სწავლისა და მუშაობის პერიოდიდან განსაკუთრებით გაიხსენებდა: ჭაბუკ ფურცხვანიძეს, დავით მამამთავრიშვილს, ვახტანგ ქაცარავას, ჟან პიერ დიუმონს

 




გაზიარება
კომენტარები