ჯონდი ჭავჭანიძე

ჯონდი ჭავჭანიძე

+995 577 453 405
Jondi.chavchanidze@yahoo.com
ინფორმაცია ექიმის შესახებ

საქართველოში პირველი ენდოსკოპისტი - ქირურგი.  დაიბადა 1950 წლის 5 ივლისს. ამჟამად, შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ინგოროყვას კლინიკა) ენდოსკოპიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ენდოსკოპიის სახეები - ეზოფაგო-გასტრო-დუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, პროქტოსკოპია, ბრონქოსკოპია, ლარინგოსკოპია, ლაპაროსკოპია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, როგორც ქირურგიული, ისე თერაპიული მეთოდებით შეისწავლა ქ. მოსკოვში, კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის საკავშირო ს/კ ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში კვალიფიკაციას იმაღლებდა რუსეთის, ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებში.




1967-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, მიენიჭა ექიმის წოდება;
მუშაობდა ქირურგად გორისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში;

1976 წელს, პირველად საქართველოში, ჩამოაყალიბა ენდოსკოპიური განყოფილება ე.წ. „მიხეილის“ საავადმყოფოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2012 წლამდე;

1978-1990 წლებში, კითხულობდა ლექციებს ქირურგიაში, თბილისის №1 სამედიცინო სასწავლებელში;

1985-1987 წლებში, პირველად საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ენდოსკოპიაში;


1999-2005 წლებში, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
სხვადასხვა პერიოდში, ჩამოაყალიბა ენდოსკოპიური სამსახურები ქ. თბილისის №2 კლინიკურ საავადმყოფოში, პენიტენციალური სისტემის ორთაჭალის და გლდანის იზოლატორების სამედიცინო სამსახურებში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრებში და ინგოროყვას კლინიკაში, რომელსაც დღესაც ხელმძღვანელობს;


მომზადებული ჰყავს 30-ზე მეტი ენდოსკოპისტი, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, მიღებული აქვს ჯილდოები: გრ. მუხაძის სახ. სამახსოვრო მედალი, სამამულო ქირურგიის განვითარების საქმეში დამსახურებისათვის და ზაზა ფანასკერტელ ციციშვილის სამახსოვრო მედალი, სამამულო მედიცინის განვითარების საქმეში დამსახურებისათვის.

გაზიარება
კომენტარები