სპეციალობა: ონკოქირურგი, ზოგადი ქირურგი
სამუშაო გამოცდილება:
კლინიკური საქმიანობის დასაწყისი - 2005წ.
საქმიანობის აღწერა:
საყლაპავის, კუჭის, ღვიძლის და სანაღვლე გზების, პანკრეასის, მსხვილი და სწორი ნაწლავის, ასევე რეტროპერიტონეული სივრცის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის ღია წესის სრულად ჩანაცვლება ლაპარაოსკოპიული მეთოდით.
შესრულებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია: მუცლის ღრუს ორგანოებზე ღია და ლაპაროსკოპიული წესით, გულმკერდის ღრუს ორგანოებზე როგორც ღია, ასევე თორაკოსკოპიული მეთოდით, ოპერაციები ენდოკრინულ ორგანოებზე, კანსა და რბილ ქსოვილებზე.
სამეცნიერო საქმიანობა:
არის III ფაზის 2 კლინიკური კვლევის მონაწილე.
სემინარები/ტრენინგები:
სემინარები და ტრეინინგები შესაბამისი სერტიფიკატით - ენდოვიდეოქირურგიაში, ზოგად ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიაში, კლინიკურ ონკოლოგიაში, კლინიკურ ტრანსფუზიოლოგიაში.
ასოციაციები:
- ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა სკოლის (ESO) წევრი
- საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი