მარინა ყავლაშვილი

მარინა ყავლაშვილი

+995 032 2050500
info@htmc-neuro.ge
ინფორმაცია ექიმის შესახებ


ექიმი-ნევროლოგი

სამუშაო საათები: სამშაბათი-ხუთშაბათი: 09:00-17:30 (ყოველი მეორე შაბათი)

დაიბადა ქალაქ ზუგდიდში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. კლინიკური ორდინატურა, ინტერნატურა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. მუშაობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიურ განყოფილებაში. იყო განყოფილების გამგე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდგომში კი ამავე საავადმყოფოს უფროსი ორდინატორი. ჰყავს ორი შვილი.

ამჟამად მუშაობს კლინიკებში:

„მედიჰელფი“
„გიდმედი“
„კორტექსი“
„ინგოროყვას კლინიკა“
„პრემიურ მედ სერვისი“

ბლიცი:

ძალიან გამიმართლა, რადგან პროფესიული კუთხით, ჩემი ჩამოყალიბება მოხდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ შემოვლებს ატარებდა ნევროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი პეტრე სარაჯიშვილი, ასევე ქართული ნევროლოგიური სკოლის ფუძემდებელი სიმონ ყიფშიძე.. შეხება მქონდა ქალბატონ თამარ ღლონტთან, ცოტნე ჩხიკვიშვილთან, ავთანდილ ლაჭყებიანთან, იურა მალაშხიასთან და ბევრ სხვასთან, ვინც დღეს უდიდეს ავტორიტეტად ითვლება. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე...


გაზიარება
კომენტარები