სპეციალობა: ბავშვთა ოფთალმოლოგი;
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
განათლება:
2003-2004 წწ. - გერმანია ქ. მიუნხენი გოეთეს ინსტიტუტი
2004-2006 წწ. - რუსეთი ქ.მოსკოვი ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. კლინიკური ორდინატურა ოფთალმოლოგიაში.
2007-2010 წწ. - რუსეთი ქ.მოსკოვი ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ასპირანტურა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
2011 წლიდან დღემდე მუშაობს ექიმ-ოფთალმოლოგად კლინიკაში ”ახალი მზერა”. არის 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი.
ბლიცი
„დავიბადე და გავიზარდე ქალაქ სოხუმში. 2002 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ქალაქ მოსკოვში გავიარე კლინიკური ორდინატურა, გავიარე ასპირანტურა და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ, 2011 წლიდან დღემდე ვმუშაობ მერაბ დვალის კლიკიკაში „ახალი მზერა". თავიდან ვაპირებდი კარდიოლოგობას და არა ოფთალმოლოგობას. მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო, აღმოვჩნდი აქ და ახლა ვარ ძალიან ბედნიერი, რომ არ ვარ კარდიოლოგი და ვარ ოფთალმოლოგი“