კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
სამუშაო საათები: 09.00-18.00
„დავიბადე თბილისში 1947 წლის 19 მარტს. 1970 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. თავიდან მუშაობა დავიწყე განაწილებით. გარდაბნის რაიონში ვიყავი ჯამპუნქტის ექიმი. შემდეგ, გავიარე სპეციალიზაცია კარდიოლოგიაში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრაზე და ამ კათედრის ხელმძღვანელმა დამტოვა კათედრაზე უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. ერთდროულად ვიყავი ინტენსიური თერაპიის ექიმი და მერე გავხდი კათედრის ასისტენტი. ასევე, ვიყავი ერთ-ერთი პიონერი ულტრაბგერითი გამოკვლევის, სადაც საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთე. მაშინ ჩამოყალიბდა ფუნქციურდიაგნოსტიკური განყოფილება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ვიყავი თბილისის კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილე და ვხელმძღვანელობდი ფუნქციურდიაგნოსტიკის მიმართულებას. 2016 წელს მუშაობა დავიწყე „გოჩა ინგოროყვას კლინიკაში“. მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი“.