ზურაბ გოგინაშვილი

ზურაბ გოგინაშვილი

+995 032 2050500
zurabgoginashvili@gmail.com
ინფორმაცია ექიმის შესახებ
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სისხლძარღვთა და პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელი

დაიბადა 1963 წელს, ქალაქ გორში

1980-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელწიფო სამედიცინო ინსტიტუტში
მუშაობდა კასპის რაიონულ საავადმყოფოში

ორდინატურა გაიარა თბილისში, ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში - ზოგად ქირურგიაში

მუშაობდა ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა დისერტაცია

2001-2011 წლებში იყო  გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულსისხლძარღვთა ქირურგი

2011 წლიდან მუშაობს  „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკაში”- არის სისხლძარღვთა და პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელი

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

ბლიცი:

„სწავლისა და მუშაობის პერიოდიდან კარგად მახსოვს გუგა კუზანოვი, რომელმაც მირჩია, კარდიოქირურგიისთვის თავი დამენებებინა, დავუჯერე და სწორადაც მოვიქეცი. თუმცა შემდგომში კარდიოქირურგიაში 10 წლის განმავლობაში მაინც მომიწია მუშაობა. ასევე კარგად მახსოვს, გურამ ცინცაძე, რომელმაც ინტერნატურაში გამაკეთებინა კუჭის რეზექცია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამო, ეს მაშინ პროფესორის დონედ ითვლებოდა. აუცილებლად უნდა გავიხსენო ტრისტან ფერაძე, რომელიც მიკროქირურგიის ფუძემდებელია საბჭოთა კავშირში".


გაზიარება
კომენტარები