ვირუსული გამოძახებებისთვის 112 განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს

ვირუსული გამოძახებებისთვის 112 განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს

ვირუსული და რესპირატორული დაავადებების სეზონურ გააქტიურებასთან დაკავშირებით, 112-ში საგანგებო რეჟიმზე გადასული ოპერატიული მართვის ცენტრი მუშაობს. ოპერატორებისთვის ტრიაჟის ეფექტური პროტოკოლი მუშაობს, რომლის მიხედვით, 112-ში შესული ვირუსული გამოძახებები ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა. ამ დროისთვის, ყველა საოჯახო მედიცინის ცენტრში უკვე ჩაშვებულია 112-ის პროგრამა. ცენტრებში მყოფი ოპერატორები პროგრამის მეშვეობით ახდენენ შესულ ზარებზე რეაგირებას და ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას სატელეფონო კონსულტაციის, ადგილზე დახმარების გაწევისა და მისამართზე გასვლის სახით, დღე-ღამის განმავლობაში სთავაზობენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებსაც მიმართა და მოუწოდა, ვირუსული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში - ოჯახის ექიმებს მიმართონ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი გართულებული ვირუსული გრიპის ინფექციის დროს გამოიძახონ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST