შრომის ინსპექციამ გადაუდებელი დახმარების ცენტრს 90 დღიანი ვადა მისცა

შრომის ინსპექციამ გადაუდებელი დახმარების ცენტრს 90 დღიანი ვადა მისცა

პროფკავშირების გაერთიანებამ მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის უმცროსი ექიმის თხოვნის საფუძველზე საჩივარი მოამზადა და შრომის ინსპექციას ივლისის თვეში მიმართა, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ.
შრომის ინსპექციამ დააკმაყოფილა სასწრაფო დახმარების ბრიგადის უმცროსი ექიმის – ნუგზარ ნემსიწვერიძის საჩივარი და დაადგინა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევები:

პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, ცენტრი არ ასრულებს უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადების შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებას მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობას მრავალწლიანი სტაჟი აქვთ. კერძოდ, შრომით ხელშეკრულებებში არ არის განსაზღვრული სამუშაო და დასვენების დრო. ის არ შეიცავს სამუშაოს აღწერილობას, კონკრეტულად რა ევალება დასაქმებულს. ასევე, დასაქმებულებთან არ არის შეთანხმებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ოდენობა. ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობასა და მიცემის წესს. რაც მთავარია, დასაქმებულებს არ აქვთ ყოველი 6 საათის მუშაობის შემდეგ ერთსაათიანი შესვენების უფლება და შესაძლებლობა. ცალკეულ შემთხვევებში არ არის დაცული ცვლებს შორის დასვენება, მაგალითად, გამოვლინდა ისეთი შემთხვევა, როდესაც დასაქმებულს ზედიზედ სამი კვირის განავლობაში არცერთი დასვენების დღე არ ჰქონია. ყველაფერთან ერთად, დამსაქმებელი არ ასრულებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვალდებულებას და არ აღრიცხავს სამუშაო დროს.

ამ და სხვა დარღვევების გამო, შრომის ინსპექციამ გაფრთხილება მისცა გადაუდებელი დახმარების ცენტრს და მათ გამოსასწორებლად 90 დღე განუსაზღვრა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST