2019 წლის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2019 წლის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2019 წელს ყველაზე მეტად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა ზოდიაქოს შემდეგ ნიშნებს მოუწევთ: კურო, ქალწული, მორიელი და თევზები. მეტად გაუმართლებთ ზოდიაქოს შემდეგ ნიშნებს: ვერძი, კირჩხიბი და მერწყული - 2019 წელს მათ ვარსკვლავების მფარველობა გარანტირებული აქვთ, ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნაკლებად მოუწევთ. 

ტყუპები, სასწორი და თხის რქა ეცდებიან მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდნენ. ლომებმა და მშვილდოსნებმა კი ყურადღება მხოლოდ ფიზიკურ კი არა, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობასაც უნდა მიაქციონ.

ვერძი 

ფრთხილი და ემოციური ვერძი საკუთარი ორგანიზმის ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო სიგნალს აკონტროლებს, რომ არაფერი გამოეპაროს. ტყუილად შიშობთ, რადგან შეშფოთების საფუძველი არ გაქვთ. ეცადეთ პოზიტიურზე მეტი იფიქროთ და კარგად დაისვენოთ. ეს სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთელი წლის მანძილზე თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ.

კურო
კუროს უპირატესობა მის თანდაყოლილ თვისებებში - გამძლეობასა და ნებისყოფაში მდგომარეობს. ამ თვისებების წყალობით ის ადვილად უმკლავდება როგორც ჩვეულებრივ გაცივებას, ისე უფრო სერიოზულ პრობლემებს, თუმცა ეს საკმარისი არაა. ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. აკონტროლეთ საკუთარი კვება, სეზონურად ჩაიცვით და რაც შეიძლება ნაკლები ინერვიულეთ, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

ტყუპები
ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღი კვების პროდუქტებს, ჩაიცვით სეზონურად და ნაკლები ინერვიულოთ, რომ დამატებითი პრობლემები არ შეიქმნათ.

კირჩხიბი
კარგი დასვენება და დაბალანსებული კვება საკმარისია იმისთვის, რომ მთელი წლის მანძილზე თავი მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ. თავი შეიკავეთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტების მიღებისგან, თუნდაც ეს უბრალო ვიტამინები იყოს. 2019 წელს წამლისმირების არავითარი საჭიროება არ გაქვთ. გახსოვდეთ, რომ ქიმიური პრეპარატების უმიზნოდ და უსარგებლოდ მიღება არასასურველია.

ლომი
ყველა დაავადებას თავისი ფესვები და მიზეზები გააჩნია, რაც ხშირად ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდება. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ფსიქიკური პროფილის თუნდაც ერთი პრობლემა არ აწუხებს, მაგრამ ამაზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ამით სიტუაცია შეიძლება უფრო გაართულოთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ნაკლები იმუშავეთ და ყველაფერი წესრიგში იქნება.

ქალწული
ქალწულებს მოუწევთ მეტი ყურადღება დაუთმონ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ყურადღება მიაქციოთ კვების პროდუქტების ხარისხს. მიირთვით ზომიერად და ეცადეთ, ცხიმიან საკვებს საზეიმო სუფრაზეც კი ერიდოთ.

სასწორი
სასწორებო, კვების პროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. 2019 წელს ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რაც უფრო უბრალო და მსუბუქი იქნება თქვენი მენიუ, მით უფრო უკეთ იგრძნობთ თავს და უამრავი უსიამოვნებისგან გათავისუფლდებით.

მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამღუპველია მავნე ჩვევები, რომლებისგანაც დროულად უნდა გათავისუფლდეთ. სიგარეტი, უზომოდ ბევრი ტკბილეულის მირთმევა თუ კომპიუტერთან ღამეების თენება თანდათან უნდა დაივიწყოთ და სრულიად ახალი, ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვროთ. დაიცავით დღის რეჟიმი, სპორტით დაკავდით და საერთოდ, საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი იზრუნეთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებმა 2019 წელს განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიაქციონ ხასიათის ცვლილებებს, უძილობას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებს. თუ ხვდებით, რომ ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ, არ მოგერიდოთ და რჩევისთვის სპეციალისტს დაუკავშირდით.

თხის რქა
თხის რქებს 2019 წელს ჯანმრთელობის მხრივ უამრავი პრობლემა ელით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფა და დაგეხმარებათ აღებული კურსიდან არ გადაუხვიოთ და პრობლემებს ღირსეულად გაუმკლავდეთ.

მერწყული
მერწყულებმა ეს წელი პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა დაუთმონ. ეცადეთ ორგანიზმი წლის განმავლობაში საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით მოამარაგოთ.

თევზები
ამ წელს სტრესისგან გათავისუფლების შესანიშნავ მეთოდს მიაგნებთ და იოგით დაკავდებით. თუ იოგამ არ მოგხიბლათ, გირჩევთ მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლების სხვა საშუალება მონახოთ, რომ ის დაავადებად არ გარდაიქმნას. შესანიშნავი ვარიანტი იქნება, თუ სუფთა ჰაერზე ყოფნას და გამაჯანსაღებელ მასაჟებს ერთმანეთთან შეათავსებთ.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST