ინსულინის შპრიცებს 6 თვიანი იმპლანტები ჩაანაცვლებს

ინსულინის შპრიცებს 6 თვიანი იმპლანტები ჩაანაცვლებს

სულ მალე, პირებს, რომლებიც დიაბეტის მეორე ტიპისაგან იტანჯებიან, შეუძლიათ დაივიწყონ ინსულინის შპრიცები. ეს იქნება დიდი გადატრიალება მედიცინაში და რა თქმა უნდა, ახალი ნობელის პრემია.

შვეიცარიელი მკვლევარების აზრით, მომავალში დიაბეტის სამკურნალოდ რეგულარული ინექციები აღარ იქნება საჭირო.
მეცნიერები იმედოვნებენ შეცვალონ დიაბეტიანების ცხოვრება იმპლანტანტების დახმარებით, რომლებიც შეიცავენ ასობით ათას სპეციალურ უჯრედებს და რომლებიც სისხლში მოხვდებიან კოფეინის საშუალებით.

ტესტებმა დიაბეტიან თაგვებზე აჩვენეს, რომ კანქვეშ მოთავსებულ ასეთ იმპლანტანტს, მართლაც შეუძლია იმუშაოს. კოფეინის ზემოქმედების ქვეშ ის გამოჰყოფს ინგრედიენტს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის რაოდენობის კონტროლს. პრეპარატის დოზის გასაზრდელად მეცნიერები უბრალოდ უფრო ძლიერ ყავას „დაამატებენ“.

„თქვენ უბრალოდ მიირთმევთ დილით ჩაის ან ყავას, შემდგომ ერთ ფინჯანს სადილის შემდეგ, და მესამე ფინჯანს ვახშმობისას. ყველაფერი კი იმის შესაბამისად, ამ პრეპარატის რა რაოდენობა გჭირდებათ გლუკოზის რაოდენობის შესამცირებლად“- აცხადებს მარტინ ფუსენეგერი შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან , რომელიც აღნიშნული კვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობს

ექიმი ფუსენეგერი თვლის, რომ საჭიროა სადღაც ათწლიანი ტესტები და გამოცდები, რათა ამ მეთოდის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში დავრწმუნდეთ. მაგრამ თუ კი ის მართლაც იმუშავებს, მას შეუძლია შეცვალოს ჩვეულებრივი ინექციები, რომლებიც დღეს მრავალ დიაბეტიანს სჭირდება.

„თქვენ კვლავაც შეძლებთ ჩვეულებრივი სიცოცხლით იცოცხლოთ. იმპლანტის მოქმედება გრძელდება ექვსი თვიდან წლამდე, შემდგომ კი იცვლება ახლით“ - აცხადებს ფუსენეგერი. თავის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Nature communications-ში, შვეიცარიელი ექიმები დეტალურად აღწერენ, როგორ მოახდინეს ადამიანის უჯრედების მოდიფიცირება იმისთვის, რომ მათ შესძლებოდათ გამოეყოთ გლუკაგონი პეპტიდ 1-ის მსგავსად (GLP-1). ეს ჰორმონის მსგავსი ნივთიერება ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვალში ბეტა-უჯრედებს, რომლებიც გამოჰყოფენ ინსულინს, რომელიც თავის მხრივ აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში.

სპეციალური უჯრედები შეიცავენ „გენურ სქემას“, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ამოიცნონ კოფეინის მოლეკულები სისხლში მოხვედრისას. როგორც კი ეს უჯრედები აღმოაჩენენ კოფეინს, ისინი შესაბამისაად რეაგირებენ, GLP-1-ის გამოყოფით.

იმპლანტანტი შედგება ათასობით კაფსულისაგან და ყოველი მათგანი შეიცავს ასეთ უჯრედებს. „მათი კანქვეშ შეყვანისას, ისინი ერთმანეთს ეწებებიან, როგორც ხიზილალა’’, ამბობს მარტინ ფუსენეგერი. გელისებური კაფსულა იცავს უჯრედებს იმუნური სისტემის ზემოქმედებისგან, მაგრამ საშუალებას აძლევს კოფეინის შეღწევას და GLP-1-ს გამოყოფს.

იმის სანახავად, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობენ უჯრედები, მეცნიერებმა „დატვირთეს“ ისინი კოფეინის შემცველი ისეთი სასმელებით, როგორებიცაა: რძიანი შოკოლადის კოქტეილი, ბალახეულის ჩაი, კოკა-კოლა, შავი ჩაი, ენერგეტიკული სასმელი Red-Bull, Starbuck-ის ყავა, ხსნადი ყავის პაკეტები. ბალახეულმა ჩაიმ და რძიანი შოკოლადის კოქტეილმა ვერ მოახდინეს უჯრედებზე ზემოქმედება, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში - GLP-1 წარმატებით გამოიყო სხვადასხვა რაოიდენობით, კოფეინის შემცველობის მიხედვით.

კოფეინის მეშვეობით მკურნალობა ყველას არ უხდება, მაგრამ მარტინ ფუსენეგერი ოპტიმისტურად არის განწყობილი: „ამ მეთოდს შეუძლია შეცვალოს დიაბეტიანი ხალხის ცხოვრება, მე მაგალითად ცოტას ვიცნობ, ვინც არც ყავას სვამს, არც ჩაის“,- განმარტავს მეცნიერი .

გაზიარება
კომენტარები
POST
POST