გაპრანჭვა Jugavi-გან - ყველაზე უსაფრთხო კოსმეტიკა ცუგრუმელებისთვის

გაპრანჭვა Jugavi-გან - ყველაზე უსაფრთხო კოსმეტიკა ცუგრუმელებისთვის

Jugavi დღეს-დღეობით ხარისხისა და უსაფრთოების სინონიმად იქცა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი  - ეს ნამდვილი დღესასწაულია პატარა გოგონებისთვის! ესპანურ ბრენდს საკმაოდ საინტერესო პრეისტორია აქვს. კომპანია ჩამოყალიბდა 1988 წელს ვალენსიაში, ქალაქ ბენიგანიმში. ბრენდის დამფუძნებელი გახლავთ ესპანელი მეწარმე ხუან ანტონიო ვიდალი. თავდაპირველად, კომპანია აწარმოებდა კოსმეტიკურ შეფუთვებს და ქსოვილებს სასაჩუქრე ჩანთებისთვის. შესაბამისად, ორიენტირებული იყო მხოლოდ შიდა ბაზარზე, ასევე მცირე და საშუალო რეტეილერებზე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ბაზარზე საკუთარი ნიშის მოპოვების მიზნით, კომპანია იწყებს სპეციალური ბოქსი-ყუთების გამოშვებას პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესანახად. მოკლე ხანში, კი Jugavi საკუთარი პარფიუმერისა და კოსმეტიკის მწარმოებელი ხდება. ამ წამოწყებამ მნიშვნელოვნად გაუფართოვა ასორტიმენტი და ძლიერი სტიმული მისცა ბრენდის განვითარებას. მალე Jugavi-ის კოსმეტიკა ესპანეთის ქსელში წამყვან პოზიციებს იკავებს და ანგარიშგასაწევი კონკურენტი ხდება მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში კომპანიაში ახალი რევოლუციური ცვლილებები ხდება - Jugavi იწყებს სახელობითი პარფიუმერიის ექსკლუზიური ხაზის გამოშვებას საავტორო არტ-ბოქსებში. მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟების (ბეტი ბუპი, ჰელოუ კიტი, გუბკა ბობი) პარალელურად პოპულარული ხდება Jugavi -ის კინოვარსკვლავების სახელობითი კოლექციაც. ლიდერის პოზიციას აქ მერლინ მონროს საკოლექციო ხაზი იკავებს.

დღეს-დღეობით ესპანური ბრენდის პროდუქცია მსოფლიოს 17-ზე მეტ ქვეყანაშია ცნობილი - მისი ხარისხი და დიზაინი ყველაზე მაღალ პოზიციებს იკავებს მოცემულ ფინანსურ სეგმენტში.
საქართველოში Jugavi -ს საბავშვო კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი შეგიძლიათ იხილოთ PSP-ს  სააფთიაქო ქსელში.  ეს არის ის,  რაც თქვენს პატარას ყველაზე მეტად გაახარებს! ფერადი, უსაფრთხო და ხარისხიანი კოსმეტიკა, რომელსაც გავლილი აქვს საერთაშორისო დერმატოლოგიური კონტროლი, გამოირჩევა ჰიპოალერგიული, უსაფრთხო ფორმულით და რაც მთავარია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს
ახალ, თქვენ იცით როგორ მოუწყოთ ზეიმი ცუგრუმელებს - პატარებსაც აქვთ გაპრანჭვის უფლება.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST