მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.
სწორედ ტრადიციული მედიცინის სემენტიდან იქნა აღებული იაპონელი მეცნიერის აღმოჩენა, რომელიც მედიცინაში რევოლუციურ სვლად შეფასდა. ეს არის იაპონელი მეცნიერის Kazuo Yamagashi-ს გამოგონება - კბილის პასტა, რომელიც სწრაფად და უმტკივნეულოდ აღადგენს კბილის ბზარებსა და მინანქარს (ემალს) ექიმის გარეშე. ამის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph-ი.
ჰიდროქსილის აპატიტის ექსპერიმენტების შედეგად მოახერხა კასუომ მიეგნო ამ საოცარი პასტისთვის, რომლის შემადგენლობაში ბუნებრივი მინანქრის (ემალი) ელემენტები შედის. მრავალი ტესტირების შემდეგ, იაპონიაში ადამიანებზე უკვე გამოსცადეს აღნიშნული კბილის პასტა. ექსპერტების გათვლით, ძალიან მალე დაინერგება მსოფლიოს მასშტაბით ხსენებული პროდუქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. „პლომბები“ მალე საჭირო აღარ გახდება.