5-დან 1 ქალს დისმენორეა, ანუ მტკივნეული მენსტრუაცია აქვს. მათი ნაწილი ამ ტკივილს აგონიასთან აიგივებს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებს აბდომენალური ტკივილის მოთმენა მაქსიმუმ 49 წუთის, ქალებს კი 65 წუთის განმავლობაში შეუძლიათ.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში ინგლისელი პროფესორის, ჯონ გილებაუნდის განცხადებით, კვლევებით დასტურდება, რომ "მენტსტრუალური ტკივილი ისეთივე მწვავე შეგრძნებაა, როგორიც გულის შეტევა“.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ექიმი იმოჯინ შოუ, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს.
შოუ ფიქრობს, რომ მენსტრუალური ტკივილის საკითხი საკმარისად შესწავლილი არაა.
მენსტრუალური ტკივილის გულის შეტევასთან გაიგივების შემდეგ ქალები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ როგორც იქნა მათი ტკივილი სათანადოდ შეფასდა:
„ვიცოდი, რომ საკითხის ზედმეტად დრამატიზებას არ ვახდენდი“.
„როცა პირველ შვილზე ვმშობიარობდი, ტკივილი ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც მენსტრუაციისას“.
ექიმები დასძენენ, რომ იბუპროფენი და მსგავსი ტკივილგამაყუჩებლები ასეთი ტკივილის დროს საკმარისი არ არის.
მართლია, მენსტრუაცია დღეს ტაბუდადებული თემა აღარაა, მაგრამ მენსტრუალური ტკივილი მეცნიერულად, სათანადოდ, შესწავლილი ჯერ არაა. და სანამ ეს ასეა, ქალები ყოველთვიურად იტანჯებიან.