არ დალიოთ ხილის წვენი უზმოზე და საუზმისას

არ დალიოთ ხილის წვენი უზმოზე და საუზმისას

ხილის ნატურალური წვენები გემრიელთან ერთად, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოცაა, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვა: 

არ მიირთვათ წვენები უზმოზე

თუ მშიერ კუჭს ფორთოხლის წვენს მიაწვდით, შესაძლებელია, თავი იჩინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემამ და ზიანი მიაყენოთ ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიას.

ხილის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრის ფრუქტოზას, რომელიც მიღებიდან მცირე დროში, ხვდება წვრილ ნაწლავში და რადგან დილით ამ ორგანოს არ აქვს დიდი რაოდენობით ფრუქტოზას გადამუშავების უნარი, მისი ზედმეტი დოზა მსხვილ ნაწლავში გადაინაცვლებს.

როგორც კი ის მსხვილ ნაწლავში აღმოჩნდება, კონტაქტში შევა კარგ ბაქტერიასთან, რომელსაც არ შეუძლია შაქრის გადამუშავება.

ამიტომაც, უმჯობესია, ხილის წვენები საუზმის მირთმევის შემდეგ მივიღოთ, რადგან წვრილი ნაწლავი მას გაცილებით ეფექტურად გადაამუშავებს. 


გაზიარება
კომენტარები
POST
POST