2018 წელს საქართველოში დიაგნოზირების ახალი (DRG) სისტემა დაინერგება

2018 წელს საქართველოში დიაგნოზირების ახალი (DRG) სისტემა დაინერგება

საქართველოს პარლამენტში შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით,  საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მსოფლიოში ცნობილი სისტემის Diagnosis-related group (DRG) დაინერგება, რაც დიაგნოსტიკურად დაკავშირებულ ჯგუფებს ნიშნავს. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სისტემაში საბაზრო ფასების დადგენა საკმაოდ რთული თემაა და სწორედ ამ მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად შეიქმნა DRG.
„ეს სისტემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. ის განსაზღვრავს, რა ხარჯები აქვს ამა თუ იმ კლინიკას კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე გამომდინარე დონიდან და პროფილიდან. ამაში შედის პერსონალის დროც და გამოყენებული სამედიცინო მასალებიც, აგრეთვე ყველა დანარჩენი სამეურნეო ხარჯებიც, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებისთვის“, — აცხადებს აკაკი ზოიძე.
საერთაშორისო მოდელის თანახმად, სამედიცინო სერვისებზე ფასების დადგენა სამ წელიწადში ერთხელ ხდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის  განმარტებით, მას იმედი აქვს, რომ  DRG-ს სისტემა ერთ წელიწადში დაინერგება საქართველოში, თუნდაც საპილოტე რეჟიმში .

გაზიარება
კომენტარები
POST
POST