„ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“ მთავარი რეგისტრატორი - მომავალი დიპლომატია!

„ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“ მთავარი რეგისტრატორი - მომავალი დიპლომატია!

„ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“ რეგისტრატურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბერიძე, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს. ის, რომ მედიცინა და დიპლომატია ერთმანეთისგან შორს დგას - ახალგაზრდა რეგისტრატორი ამას არ ეთანხმება!

ანა ბერიძე, რეგისტრატურის სამსახურის ხელმძღვანელი:

- რეგისტრატურის სამსახურის ძირითადი მოვალეობა პაციენტების მიღება, მათი რეგისტრაცია და ინფორმაციის მიწოდება გახლავთ. რა თქმა უნდა,მხოლოდ ტექნიკური საკითხების და არა სამედიცინო. შემდეგ უკვე პაციენტის ახლობლებისთვის სწორი და ადექვატური ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ სად წევს პაციენტი, რომელ განყოფილებაში, ვინ არის მისი მკურნალი ექიმი, რა პროცედურები აქვს ჩასატერებელი და ა.შ. ეს არის საკმაოდ შრომატევადი საქმე, ვინაიდან ჩვენ ვართ პირველი რგოლი პაციენტებსა და ექიმებს შორის. გათვალისწინებით იმისა რო ვმუშაობთ გადაუდებელში, 24 საათიან რეჟიმში პაციენტის ახლობლები უმეტეს შემთხვევაში არიან განერვიულებული, სანამ პირველად ინფორმაციას მივაწვდით,გვიწევს მისი დამშვიდება.

- ყველაზე მეტ სირთულეს რა დროს აწყდებით?
- გადაუდებელი შემთხვევების დროს, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი შემოდის. ასეთ კონტიგენტს ყოველთვის შეშფოთებული და გაღიზიანებული ახლობელი მოჰყვება, რომელიც ნერვიულობს, ყველაფერზე სწრაფი პასუხი სურს, ექიმის დაუყოვნებლივ გამოსვლას თხოულობს და ა.შ.

- როგორ იქცევით ამ დროს?
- ჩვენ თუ ვერაფერს გავხდით და ამ პერიოდში ექიმიც დაკავებულია, ანუ ფიზიკურად ვერ წყდება ავადმყოფს, ვურეკავთ სერვის მენეჯერს, რომელიც დაუყოვნებლივ ჩვენს გვერდით ჩნდება და გვეხმარება სიტუაციის განმუხტვაში. მანამდე, რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ შევდივართ ექიმთან თხოვნით, რომ თუ არ არის დაკავებული, თვითონ აუხსნას და დაამშვიდოს პაციენტის პატრონი.

- ამ პოზიციაზე როგორ მოხვდით, როგორც ვიცი - სამედიცინო ფორმატისგან შორს დგახართ?
- დიახ,საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი ფაკულტეტის სტუდენტი ვარ,მაგრამ ოჯახში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მყავს,აქედან გამომდინარე ბავშვობიდან ჩახედული ვიყავი ზოგად საკითხებში. სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე რეგისტრატორად. „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ ჩემთვის მეორე კლინიკაა. სწორედ ამ კლინიკამ მომცა შესაძლებლობა უფრო მაღალ საფეხურზე ავსულიყავი,მიმეღო მეტი გამოცდილება,რასაც ძალიან ვაფასებ.

- რეგისტრატურის სამსახურის 24 სთ-იან რეჟიმს როგორ უძღვებით?
- ჩვენს კლინიკაში მოქმედებს გადაუდებელი და ამბულატორიული რეგისტრატურა.ამბულატორიული რეგისრატურის,ისევე როგორც სტაციონარის საქმნიაშობაში ჩართული ვარ მთელი დღის განმავლობაში. გადაუდებელში,არასამუშაო საათებში კი სატელოფონო კონტაქტზე ვარ მუდმივად. პაციენტების მიღების გარდა, ჩვენთან მოქმედებს 24 საათიანი ქოლ-ცენტრი.

- მომავალში, მედიცინისა და დიპლომატიის შეთავსებას როგორ აპირებთ?
- საერთაშორისო ურთიერთობების არსია აღგვჭურვოს მულტიკულტურულ გარემოში მუშაობისთვის და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის საჭირო უნარებით. ვფიქრობ,მედიცინა დიპლომატიის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამ რანგში მუშაობამ ძალიან ბევრი რამ მომცა. იგივე, კრიტიკული სიტუაცების მართვა, სრულიად ახლებურად გავიაზრე ადამიანებთან ურთიერთობა. საქართველოში მედიცინა საკმაოდ მაღალ საფეხურზეა,ასევე სწავლის გაგრძელებას ამ განხრით ვაპირებ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST