კიბოთი დაავადებული ცნობილი ონკოლოგის გამოსამშვიდობებელი წერილი

კიბოთი დაავადებული ცნობილი ონკოლოგის გამოსამშვიდობებელი წერილი

ახალ წელს ის ოჯახთან ერთად, სახლში შეხვდა. 2018 წლის მარტში დაუდგინეს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე. მან გამოსამშვიდობებელი წერილი თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რუსეთის ერთ-ერთ წამყვან ონკოლოგi - ანდრეი პავლენკო თავის წერილში ყვება, რომ დაავადება ბევრად ვერაგი გამოდგა და ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის არანაირი შანსი არ დაუტოვა. ამავე დროს, ექიმმა ყველას, ვინც მკურნალობის ფაზაში იმყოფება, მხნეობის მოკრება ურჩია: „სტატისტიკა ჯიუტი რამ არის და თქვენ, ჩემი დიაგნოზითაც კი, შანსი გაქვთ გამოჯანმრთელების. არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. მე უბრალოდ - არ გამიმართა“ - წერს ექიმი. „ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის ვიყავი საყრდენი და იმედი. ახლა ისინი მარტონი რჩებიან. ვიცი, რომ ოჯახის მეგობრები მათ მარტო არ დატოვებენ, მაგრამ დამატებითი ნუგეში არასოდეს არ არის ზედმეტი. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით. ყველას წარმატება მინდა გისურვოთ!“ - ასე მთავრდება ახალგაზრდა ონკოლოგის გამოსათხოვარი წერილი.

ანდრეი პავლენკო წლების განმავლობაში თავად ატარებდა წარმატებულ ოპერაციებს სანკტ-პეტერბურგში. როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2018 წლის მარტში, მას აღმოუჩინეს მე-3 სტადიის კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე. ექიმმა ბლოგერობა დაიწყო, სადაც თავისი სენის შესახებ ჰყვებოდა. კუჭის ამოკვეთის შემდეგაც კი, არ შეუწყვეტია თავისი სამედიცინო პრაქტიკა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST