11–დან 18 წლამდე ასაკის გოგონების ნახევარი რკინის დეფიციტს განიცდის

11–დან 18 წლამდე ასაკის გოგონების ნახევარი რკინის დეფიციტს განიცდის

რკინა ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია.

ის მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში, სისხლის წარმოქმნის, სუნთქვისა და იმუნობიოლოგიურ პროცესებში. რკინა სისხლისა და ასეულობით ფერმენტის შემადგენლობაში შედის.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მსოფლიოში ბევრი ქალბატონი განიცდის რკინის დეფიციტს და მხოლოდ ბრიტანეთში 11–დან 18 წლამდე ასაკის გოგონათა თითქმის ნახევარს და დასაქმებული ქალების მეოთხედს რკინის ნაკლებობა აქვს. ყოველი 5 გამოკითხული ქალბატონიდან 4 აცხადებს, რომ ხშირად არის დაღლილი.

ქალები რკინის დეფიციტის დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან ყოველთვიურად მენსტრუაციის დროს სისხლს კარგავენ. ასევე ეს პრობლემა აწუხებთ ვეგეტარიანელებსაც, რადგან წითელ ხორცს არ მიირთმევენ და იმ კატეგორიასაც, ვინც დარბის.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კვების რაციონს ორგანიზმში რკინის დონის გაუმჯობესება შეუძლია და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი წითელი ხორცია.

რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

• დაღლილობა.
• ფერმკრთალი სახე.
• ცივი ხელები და ფეხები.
• სუნთქვის გაძნელება.
• თავბრუსხვევა.
• თავის ტკივილი.
• თმის ცვენა.
• მტვრევადი ფრჩხილები.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST