ექსპერტების აზრით, სად ჩატარდა„ვარდისფერი ოქტომბრის“ საუკეთესო აქცია

ექსპერტების აზრით, სად ჩატარდა„ვარდისფერი ოქტომბრის“ საუკეთესო აქცია

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თბილისის მასშტაბით ბევრმა კლინიკამ ჩაატარა აქცია, მაგრამ დასკვნით ანგარიშში ჯანდაცვის ექსპერტმა, კლინიკების ლიცენზირების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვანო ფოცხვერაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის“ მიერ ჩატარებულ აქციას მისცა.

რითი გამოირჩეოდა ეს აქცია!
პირველ რიგში ნოვატორული იდეით - ეროვნული სკრინინგ ცენტრის მანქანა ე.წ. „მამომობილი“ ორი დღის განმავლობაში „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის“ წიწვოვანი ხეებით დამშვენებულ ეზოში განთავსდა და ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურა.
აქციის შესახებ, GeoDoc-ს იდეის ავტორი, „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის“ კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ეკა სანიკიძე ესაუბრება:

- ჩვენს კლინიკაში ჩატარებული აქცია მიზნად ისახავდა და შესთავაზა კიდეც 40 წლამდე ქალბატონებს უფასო ექოსკოპია და გინეკოლოგის კონსულტაცია. პარალელურად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ძუძუს კიბოს გამოკვლევა 40 წლიდან ასაკის ქალბატონებისთვის და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევა 25 წლიდან ქალბატონებისთვის.

- როგორც ვიცით, თქვენს აქციაში სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას?
- ახალგაზრდების და ზოგადად, მომავალი თაობის ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აქციებისთვის. ჩვენს აქციაში ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩავრთეთ, რომელთაც საგანმანათლებლო შეხვედრა ჰქონდათ პაციენტთა ფოკუს-ჯგუფებთან.

აქციის მნიშვნელობაზე გვესაუბრება „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის“ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და მარკეტინგის მენეჯერი ვიქტორია ჟიჟკო:

- მსგავსი სახის აქციაში პირველად მიიღო ჩვენმა კლინიკამ მონაწილეობა და იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას, რომ პაციენტებს არა ერთ ასეთ ლამაზ და საჭირო აქციას შევთავაზებთ. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პაციენტი მაქსიმალურად კმაყოფილი გავუშვათ. ყველას არ აქვს საშუალება გამოკვლევა ჩაიტაროს. სახელმწიფო ეხმარება მათ სკრინინგ-პროგრამების საშუალებით და როდესაც ჩვენც გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ასეთივე დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, მერმწუნეთ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა კლინიკის პერსონალისთვის.

უფასო გამოკვლევის აქციაში დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი. GeoDoc-ი რამოდენიმე მათგანს გაესაუბრა. მარიამ მორჩაძესა და ალექსანდრა ბარნოვასთვის მსგავსი სახის აქციაში მონაწილეობა პირველი აღმოჩნდა. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება გამოდგა მათთვის პაციენტებთან ურთიერთობა, მათთვის განმარტების მიცემა, თუ როგორია ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს სიმპტომები და რისკ-ფაქტორები.

საქართველოს პაციენტთა კავშირის, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ჩართულობამ, „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის“ მიერ ჩატარებული აქცია მრავალმხრივი გახადა, რაზეც ისაუბრა ეროვნული სკრინინგ ცენტრის გენიკოლოგმა და პროგრამულმა მამოლოგმა ნანა გვეტაძემ:

- აქციის ფარგლებში ქალბატონებს გავუკეთეთ ძუძუს სკრინინგული კვლევა. ყველა ქალბატონს, რომელსაც ვუღებდით მამოგრაფიას, შემდეგ ხელითაც ვსინჯავდით. ზოგადად ეს მამომობილი სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი. მთელი საქართველოს მასშტაბით დავდივართ და ადგილობრივ კლინიკაში პირველად გვიწევს მსგავსი აქციის ჩატარება, რაც უდავოდ მისასალმებელია.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ აქციასთან დაკავშირებით პაციენტების საერთო აზრს გამოხატავს 30 წლის ანუკი წიწილაშვილი:

- როდესაც გავიგე, რომ 40 წლამდე ასაკის ქალებს უფასო სკრინინგი უტარდებოდათ და ამას აკეთებდა „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“, ძალიან გამიხარდა. სახელმწიფო კვლევებს 40 წელს ზემოთ ქალებში აფინანსებს. პირადად, მე დიდი ხანია არ გამომიკვლევია ჩემი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიდი მადლობა ყველა პაციენტის სახელით ჰოსპიტალს, ამის საშუალება რომ მოგვცა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST