ინდოეთის მომავალი ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში გადის სტაჟირებას

ინდოეთის მომავალი ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში გადის სტაჟირებას

რას იტყვით იმაზე, რომ ინდონეზიის COVID 19-თან ბრძოლის ერთ-ერთი ავტორი საქართველოში გადის სტაჟირებას. 31 წლის ინდონეზიელი - არგიტა სალინდრი საქართველოში აღმოჩნდა აშშ-ს ემორის უნივერსიტეტსა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ერთობლივი სამეცნიერო კვლევების პროგრამის ფარგლებში. ახალგაზრდა ინდონეზიელის კვლევის ხელმძღვანელია მსოფლიოში უცნობილესი მეცნიერი მეთიუ მაგი გახლავთ, ქართველების მხრიდან კი მას პატრონაჟს უწევდნენ ნესტან ტუკვაძე და მაია გეგეჭკორი

- არგიტა, სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ინდონეზიის „კოვიდთან“ ბრძოლის ნაწილში საქართველოში სტაჟირებაზე მყოფ მეცნიერს მიუძღვის წვლილი. თქვენი კვლევის შესახებ მოგვიყევით, რომელსაც საქართველოში აწარმოებთ?
- ჩემი კვლევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და მეცნიერული წიაღსვლებით რომ არ დაგღალოთ, ძირითად საკითხზე გავჩერდები. ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის შევისწავლოთ პაციენტები გამოჯანმრეთელებიდან 6 თვის შემდეგ.

- როგორც ვიცი, ინდონეზიის პრეზიდენტმა პირადად დაგირეკათ და გთხოვათ, რომ COVID19-თან მისი ქვეყნისთვის პროგრამა შეგედგინათ?
- ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ვინდაინ მე არა ვარ სრულად ჩართული პროექტში, მე მხოლოდ ვაწვდიდი გარკვეული სახის სერვისს ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს, მაგალითად, „კოვიდის“ გავრცელების შემცირების მიზნით გატარებული ზომების გავლენა ტუბერკულოზის გავრცელებაზე. ანდა, როგორ ზეგავლენას ახდენს ტუბერკულოზით დაავედებულ პაციენტებზე ეს ზომები? გადიან თუ არა კონსულტაციას ექიმთან? რამდენ პაციენტს დაუდასტურდა ტუბერკულოზი იზოლაციის დროს და ა.შ. ასევე ვაწარმოებ კვლევას, თუ რა ღონისძიებები ტარდება იზოლაციის შემდეგ ტუბერკულოზის დაავადებული პაციენტებთან დაკავშირებით. ვმუშაობთ მოკლე კრებულზე ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროსათვის. ასევე ვქმნით ვებ საიტს ინდონეზიაში, სადაც იქნება ყველა ინფორმაცია, თუ როგორ შევძლოთ დავუბუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას „კოვიდ ინფექციის“ შემდეგ. ჩემი მისია ამ პროექტში არის გადავაწმო ინფორმაცია და გავიარო კონსულტაცია რაც შეიძლება ბევრ ეპიდემიოლოგთან, რათა ეს ინფორმაცია სწორად იქნეს მიწოდებული ინდონეზიის მოსახლეობისათვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანიდა და ამაში დაუფასებელ დახმარებას მიწევს, პროფ. ზაზა ავალიანი.

- და ეს ყველაფერი საქართველოდან კეთდება?
- ცხადია, ვინაიდან აქ ვიმყოფები.

- სხვადასხვა ერებს, ანუ ეთნოსის წარმომადგენლებს აქვთ განსხვავებული იმუნიტეტი . როგორ ფიქრობთ , რა გავლენას ახდენს სხვადასხვა დაავადებები, მაგალითად, იგივიე COVID 19 სხვადასხვა იმუნიტეტის მქონე ადამიანებზე?
- ინდონეზიაში უმეტეს წილად გვყავს დიაბეტით დაავადებული პაციენტები, იმიტომ რომ მოსახლეობა დიდი რაოდენობით მოიხმარს თეთრ ბრინჯს, ტკბილ ჩაის და ტკბილ სასმელებს. აქ იმუნიტეტზე საუბარი ცოტა რთულია... მაგალითად, საქართველოში უფრო ჰეპატიტის დაავადებები სჭარბობს. ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში იმუნიტეტი ვერ გამოვიდა დამცავ მექანიზმად, იმიტომ კონკრეტული გამომწვევბი არსებობდნენ.

- ამბობენ, ქართულიდ ა ინდონეზიური სამზარეულო სირთული მხრივ წააგავს ერთმანეთსო?
- საერთოდ არაფერი აქვთ საერთო. ქართული და ინდონეზიური სამზარეულო აბსოლუტურად განხვავდება ერთმანეთისაგან. ინდონეზიური საკვები უკვე ტაილანდურ და ვიეტნამურ სამზარეულოს ჰგავს. საქმე იმაშია, რომ .ინდონეზია დიდი ქვეყანაა და მასში 800-ზე მეტი ეთნიკური დაჯგუფება ცხოვრობს. გვაქვს 600 სხვადასხვა დიალექტი. აქედან, თითოეულ რეგიონს თავისი განსაკუთრებული საკვები აქვს… მაგალითად, იქ სადაც მე ვცხოვრობ, ტკბილ-ცხარე საკვებია. თითქმის ყველა კერძი ცხარეა, მაგრამ აუცილებლად დაჰკრავს ტკბილი გემო. მაგალითად, ჩემს საყვარელ კერძს, დაკეპილ საქონლის ხორცს, ასევე მოტკბო გემო აქვს.

- ცოტა რთულია მაშინ ამ კითხვის დასმა - რომელია შენი საყვარელი ქართული კერძი ?
- ვგიჟდები ნიგვზიან ბადრიჯანზე. ჩემს კურატორს, მაია ყიფიანს ვთხოვე, რომ ესწავლებინა. ხინკალი შენიყვარდა კიდევ მხოლოდ საქონლის ან ბატკნის ხორცით, ვინაიდან მუსულმანი ვარ. კიდევ იცით რა მომწონს ძალიან? ქართული პომიდორი...

- ქართულ პომიდორს განსაკუთრებული გემო აქვს?
- დიახ, ქართულ პომიდორს უფრო კარგი გემო აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებში გამისინჯავს. ასევე ქართული კიტრიც ძალიან გემრიელია. მინდა გითხრათ, რომ ორივე საქართველოში ყოფნის განმავლობაში დიდი რაოდენობით მივირთვი. ლობიანი არ უნდა გამომრჩეს.

- ვინაიდან წესებს იცავთ, რომელიმე მეჩეთი თუ მოინახულეთ საქართველოში ყოფნის დროს?
- ვცდილობ დავიცვა. ინდონეზიაში ცხოვრობს 80 % მუსლიმი, 10 % ქრისტიანი და დანარჩენი ჰინდუისტები , ბუდისტები და ა.შ. ყოფნით კი, მხოლოდ ერთხელ ვიყავი ძველი თბილისში მდებარე მეჩეთში.

- დაბრუნების შემდეგ, სად აპირებთ გააგრძელოთ მოღვაწეობა?
- არა მგონია! მე ემორის უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ, რომელიც კვლევის მნიშვნელოვან ნაწილს ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში ასრულებს. ეხლა ამერიკაში ვბრუნდები, ემორის უნივერსიტეტში. მე ჩემს თავს უფრო კვლევებში ვხედავ ამიტომ არ ვიცი თუ საით იქნება ჩემი გზა ამ ეტაპზე. ეს შეიძლება იყოს ინდონეზია , ა.შ.შ. ან შეიძლება ისევ საქართველო.

- ინდონეზიაში ჯანდაცვის მინისტრობაც რომ შემოგთვაზონ?
- არ ვიცი... ამაზე უნდა დავფიქრდე.

თამარ როსტიაშვილი

ქრონიკა+


გაზიარება
კომენტარები
POST
POST