სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ იქნა შემაჯამებელი შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვას სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და პერსპექტივების შესახებ. მათ შორის, დაფინანსების საკითხზეც.
ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო მახაშვილმა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესის საექსპერტო შეფასების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს. მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა კვლევის ანგარიშზე და შედეგები დაინტერესებული საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.