მეცნიერებმა წყალმცენარეებისგან ხელოვნური კანი შექმნეს

მეცნიერებმა წყალმცენარეებისგან ხელოვნური კანი შექმნეს

მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ ადამიანის კანის ანალოგის შექმნაზე. დღემდე არსებული ამგვარი ანალოგების მთავარი ნაკლი სისხლძარღვების არარსებობაა - ჟანგბადით მომარაგების გარეშე ქსოვილი კვდომას იწყებს. 

ჩილელმა მეცნიერებმა სუფთა წყალსაცავებში გაზრდილი წყალმცენარეების ბაზაზე შეძლეს შეექმნათ სრულად ფუნქციონალური ხელოვნური კანი. მართალია, ამ მეთოდით შექმნილი ხელოვნური კანი მწვაანე ფერისაა, მაგრამ სამაგიეროდ, თავად აწარმოებს ჟანგბადს და ამიტომ 10 დღემდე ცოცხლობს. ამ დროის მანძილზე ხელოვნურ კანში „აკერებენ“ სისხლძარღვებს. კანი თანდათან კარგავს მწვანე ფერს და ნორმალური ფერის ხდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყალმცენარეებისგან მიღებული კანის გამოყენება უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST