სასწრაფო დახმარების მანქანები ახალშობლთა ინკუბატორებით აღიჭურვა

სასწრაფო დახმარების მანქანები ახალშობლთა ინკუბატორებით აღიჭურვა

ჯანდაცვის სამინისტროს, ჯერ კიდევ ზაფხულში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისგან ახალშობილთათვის განკუთვნილი ინტეგრირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორები გადაეცა. მათი მთავარი მიზანია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებისდროს, ხელი შეუწყოს ახალშობილთა რეფერალის ეფექტურად წარმართვას. ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორები განთავსდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეანომობილებში და განკუთვნილია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალშობილებისათვის. სერვისი, ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობით, ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, საჭიროების დროს კი ავტომობილები ახლომდებარე რეგიონებშიც გაიგზავნება. როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი დაარსდა 1991 წელს, ვაშინგტონში და დღემდე ახორციელებს პროექტებს ყოფილ საბჭოთა კავშირისა და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით. ფონდი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST