ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის პრევენცია

ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის პრევენცია

მედიცინაში მრავლადაა აუხსნელი მოვლენები, რომელთა მიზეზის მიგნება და თავიდან აცილება დღეს, მაღალტექნოლოგიურ ერაშიც კი, ვერ ხერხდება. ერთი მათგანია ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი.

ერთი შეხედვით ჯანმრთელი ჩვილი უეცრად კვდება. უმეტესად – ძილის დროს. ამის გამო აღნიშნულ მოვლენას ბავშვის საწოლის სინდრომსაც უწოდებენ. 1 თვიდან 1 წლამდე ასაკში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორედ ეს სინდრომია. სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკაში ამგვარად ყოველწლიურად 2000-ზე მეტი ჩვილი კვდება.

არსებობს რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია, რომელთა შესრულება ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს შეამცირებს:

-ბავშვი დააწვინეთ ზურგზე,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზურგზე წოლა ამძიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობას,მაგალითად, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დროს.

-დარწმუნდით, რომ ბავშვი თავისუფლად სუნთქავს, სახეზე არაფერი ადევს და სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. მოერიდეთ ძალიან თბილი ბალიშების და საბნების გამოყენებას. ძილის დროს ნუ ჩააცმევთ ბევრ ტანსაცმელს.ჩააცვით ღამის პერანგი, რომელშიც თავი და მკლავები თავისუფლად ექნება.

-ბავშვის საძინებელ ოთახში შეინარჩუნეთ 18-20 გრადუსი ტემპერატურა.

-ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე მოარიდეთ თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას.

-შესაძლებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვებეთ, განსაკუთრებით პირველ დღეებში, რადგან ეს ამცირებს უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარებას.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST