(VIDEO) აშშ-ში ბავშვთა სახლების და მოხუცთა თავშესაფრების გაერთიანება დაიწყეს

(VIDEO) აშშ-ში ბავშვთა სახლების და მოხუცთა თავშესაფრების გაერთიანება დაიწყეს

ამ მართლაც რომ გენიალურმა იდეამ განხორციელება ჰპოვა Providence Mount St. Vincent -ში, რომელიც მდებარეობს ქალაქ სიეტლში (ვაშინგტონის შტატი). აქ ერთი შენობის ფარგლებში მოაქციეს საბავშვო სახლი და მოხუცთა თავშესაფარი. 

ასე და ამრიგად, პატარებს ერთდროულად უამრავი მოსიყვარულე ბებია და ბაბუა გამოუჩნდათ, რომლებისგანაც ბევრს სწავლობენ, იღებენ ზღვა ყურადღებასა და მზრუნველობას. თავის მხრივ, ხანშიშესულ ადამიანებს ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და ცხოვრების ხალისს უბრუნებს.

დღეს, Providence Mount St. Vincent -ის დაწესებულებაში 400-მდე ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობს და რამდენიმე ათეული პატარა. ისინი გახდნენ საერთაშორისო სასწავლო ცენტრის პროგრამის ნაწილი.
კვირაში 5 დღე პატარები სტუმრობენ უფროსს თაობას და მათთან ერთად კავდებიან მუსიკით, ცეკვებით, ხელოვნებით, ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებს უყვებიან, ერთად აკეთებენ სადილს და ბევრ საინტერესო რამეს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST