ყავა ბროკოლით - ახალი ტრენდი საქართველოში

ყავა ბროკოლით - ახალი ტრენდი საქართველოში

შესაძლოა, არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ამ ნარევის მისაღებად საჭიროა, თქვენს ყავას მშრალი, დაფქული ბროკოლი შეურიოთ.
ბროკოლიანი ყავის იდეის ავტორების განცხადებით, კოფეინის მოყვარულებს მისი გასინჯვისას სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ყავა არ არის ერთადერთი პოტენციური საშუალება ბროკოლის ამ სახით მისაღებად. ბროკოლის პუდრი შეგიძლიათ მსუბუქ საუზმეებს, ქაფქეიებს, სუპებს, სმუზებსა და მაფინებს შეურიოთ.

დაახლოებით ორი სუფრის კოვზი ბროკოლის პუდრი არის ერთი ულუფა ბოსტნეულის ექვივალენტი. ბროკოლი C, K, A და B6 ვიტამინების, ფოლიუმის, მაგნეზიისა და კალიუმის არაჩვეულებრივი წყაროა.
სხვათაშორის, პუდრის სახით შეგვიძლია სხვა სასარგებლო, თუმცა არც ისე გემრელი ბოსტნეულებიც მივირთვათ, რათა მათი საჭირო დოზა მივაწოდოთ ორგანიზმს.

ბროკოლის პუდრის დასამზადებლად გამოიყენება, როგორც მისი ღერო, ასევე ყვავილი. ბოსტნეული „გახმობამდე“ სპეციალურ მომზადებას გადის, რათა ბუნებრივი ფერი და არომატი მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

ბროკოლიანი ყავის დამზადებისას, ჯერ ესპრესოს ჩამოსხმა ხდება, შემდეგ ბროკოლის პუდრი, სურვილის შემთხვევაში კი რძე ემატება.
ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი - ბროკოლის პუდრი ყველასთვის ხელმისაწვდომ მაღაზიაბში იყიდებოდეს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ბროკოლის საჭირო მარაგის ამ სასიამოვნო გზით შევსება.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST