ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით - რა გველის ახალი 2021 წელს

ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით - რა გველის ახალი 2021 წელს

დაბა ბაკურიანში, მეორედ, საქართველოსა და ზოგადად, მთელი რეგიონის ისტორიაში იმართება მთის ეტლი-თხილამურებით ჩემპიონატი - „ბაკურიანი 2021“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები.
ჩემპიონატი ტარდება ოლიმპიური სისტემით, რომელშიც იასპარეზებს 26 მონაწილე თბილისის, გორის, ვანის, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან. სხვადასხვა კატეგორიებში ინდივიდუალურად გამოვლინდება 4 გამარჯვებული, ხოლო გუნდურში - 6. ყველა გამარჯვებულს გადაეცემა სოლიდური ფულადი პრიზი, რომელიც კომპანია „ტოიოტა კავკასიამ“ დააწესა, ხოლო გარდამავალი ერთი წლით ამპუტანტ პირველადგილოსან გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები, დიპლომები და პროექტის სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები.

პროექტის „აქტიური ცხოვრება - ჩემი სტიქიაა“ მხარდამჭერები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური.
გენერალური სპონსორი – „აჭარაბეთი“, სპონსორი კომპანია - „სოკარი“, ხოლო მასპინძელი კომპანია - „ზედაზენი“.
აქტივობა იმართება პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას” ფარგლებში და ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.
პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და ზოგადოებაში შშმ პირთა სათანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST