ეს პატარა გმირი გულზე 9 ოპერაციის და 3 რეანიმაციის შემდეგ გადარჩა

ეს პატარა გმირი გულზე 9 ოპერაციის და 3 რეანიმაციის შემდეგ გადარჩა

დედამიწაზე ყველა ბავშვი როდი იბადება ჯანმრთელი. მაგრამ, ყველა მშობელი გულის კანკალით ელოდება თავისი შვილის დაბადებას. კრის და ეშტონ ჰოჯები მოუთმენლად ელოდნენ პატარას გაჩენას. თუმცა, ექოსკოპიაზე ჯერ კიდევ არ დაბადებულ ჩვილს ექიმებმა დაუდგინეს დიაგნოზი - გულის ჰიპოპლასტიური სინდრომი. ახალდაბადებულ ჯეკს ეგრევე გაუკეთეს ოპერაცია პაწაწინა გულზე.
ცოტა ჩვილს შეუძლია ასეთი დიაგნოზის გადატანა. ამ პატარას ისე უნდოდა თავისი მშობლების გვერდით ყოფნა, რომ შეძლო გადაეტანა გულზე 9 ურთულესი ოპერაცია, რომლის დროსაც სამჯერ იქნა რეანიმირებული, ბავშვს ჰქონდა ინსულტი. ის, რომ ის ყოველივე ამის შემდეგ გადარჩა, უფლის წყალობაა.
დაბადების დროს ბავშვი 2 კილოგრამს იწონიდა. ოპერაციისთვის მას წონაში მომატება სჭირდებოდა. მაგრამ, დრო არ იყო საამისო, ამიტომ ექიმებმა ნორვუდის პროცედურა ჩაუტარეს. ეს არის სამი ოპერაცია, რომელიც სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს. ბავშვს დაბადებიდან ერთი კვირა რომ შეუსრულდა, ეგრევე გაუკეთეს მთავარი ოპერაცია. 
პატარა საავადმყოფოდან დაბადებიდან 15 თვის შემდეგ გამოწერეს,  მაგრამ  გამოწერის შემდეგ ინსულტი დაემართა... მაგრამ,  აქედანაც გამოძვრა.  
დღეს ჯეკ ჰოჯი მხიარული და საყვარელი ბუშტი-ბავშვია, მაგრამ უახლოეს ხანებში მას გულის გადანერგვა დასჭირდება, რომელზეც მოგეხსებათ უზარმაზარი რიგებია. ეს პატარა ნამდვილი გმირია, რომელსაც წინ დიდი განსაცდელი ელის, მაგრამ უფლის წყალობით მასაც გადაიტანს.
გაზიარება
კომენტარები
POST
POST