ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობა 65%-ით გაიზარდა

ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობა 65%-ით გაიზარდა

ღვიძლის დაავადებებით სულ უფრო მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს. კვლევების თანახმად, ღვიძლის ციროზით ორჯერ უფრო მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი, ღვიძლის კიბოს შემთხვევაში კი ეს სხვაობა 4 ჯერ მაღალია.

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორისა და ღვიძლის დაავადებათა სპეციალისტის, ელიოტ ტეპერის განცხადებით, ახალი თაობის წარმომადგენლები ალკოჰოლს დიდი რაოდენობით და თანაც არასწორად მოიხმარენ, ეს კი იწვევს მთელ რიგ გართულებებს, რის შედეგადაც, უკანასკნელ ათწლეულში, 25-34 წლის ადამიანებში ციროზით დაავადების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში 10.5%-ით გაიზრდა.
ტეპერის შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც ერთ ღამეში 5-ზე მეტ პორცია ალკოჰოლს იღებენ ან რამდენიმე ღამის განმავლობაში ზედიზედ სვამენ, ციროზით დაავადების რისკს ავტომატურად იზრდიან.

ღვიძლი სისხლს ასუფთავებს - რაც უფრო დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმებსა და ტოქსინებს მივიღებთ, მას უფრო გაუჭირდება მუშაობა, როცა ღვიძლი გადაიტვირთება, ის შეიძლება დაიბლოკოს და ფუნქციონირებაც კი შეწყვიტოს.

„ციროზით სიკვდილი არავის უნდა უსურვო. ალკოჰოლით გამოწვეული დაავადებების მქონე ადამიანები თუ შეწყვეტენ დალევას, ღვიძლს საუკეთესო საშუალებას მისცემენ იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეაკეთოს და აღიდგინოს. სხვა ორგანოებსაც აქვს რეგენერაციის უნარი, გარკვეულ დონეზე, მაგრამ არც ერთს, ისეთი მოცულობით, როგორც ღვიძლს“ , - აცხადებს ტრეპერი და დასძენს, რომ ძალიან ხშირად ჰყავს

დასუსტებული პაციენტები, რომლებიც რჩევებს ითვალისწინებენ და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თუმცა სამწუხაროა, რომ ალკოჰოლდამოკიდებულთათვის ეფექტური მკურნალობის გზები, სასმლის მოხმარებისთვის თავის დანებებაში დასახმარებლად, ჯერჯერობით არ არსებობს.
ადამიანები ალკოჰოლზე დამოკიდებულნი ხშირად სამსახურის დაკარგვის შემდეგ ხდებიან.

აღსანიშნავია, რომ ციროზს ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარების გარდა, სიმსუქნე, ჰეპატიტები და ღვიძლის მედიკამენტური დაზიანებაც იწვევს. საწყის ეტაპზე, ღვიძლის დაზიანება ჩუმად მიმდინარეობს და პაციენტები ამას ვერ ამჩნევენ.

„მათ მოულოდნელად უწევთ დიდ სიურპრიზთან შეხვედრა, რადგან სიმპტომები უეცრად ატყდებათ თავს“, - ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის კლინიკური ლექტორი, ჯესიკა მილინგერი.

„ციროზის საწყისი სიმპტომებია: კანის გაყვითლება, და მუცლის შესიება, მუცელი ისე გამოიყურება, თითქოს პაციენტს ბოულინგის მრავალი ბურთი გადაეყლაპოს. ამ ყველაფერს, დაავადების პროგრესირების ფონზე, ტვინის დაზიანება, სისხლდენები, თირკმელების გაჩერება და დაუძლურება მოჰყვება“, - განმარტავს მილინგერი.

1999-2016 წლებში ციროზით გარდაცვლილთა რიცხვის 65%-ით გაიზარდა, ხოლო ღვიძლის კიბოთი გარდაცვალების მაჩვენებელი გაორმაგდა. კიდევ ერთხელ დავძენთ, რო აღნიშნული მატება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST