რომელი სისხლის ჯგუფის მატარებლებს არ ემუქრებათ COVID 19 გართულება?!

რომელი სისხლის ჯგუფის მატარებლებს არ ემუქრებათ COVID 19 გართულება?!

მეცნიერებმა განსაზღვრეს სისხლის ჯგუფი, რომელსაც ყველაზე ძლიერი იმუნიტეტი და შედარებითი მდგრადობა გააჩნია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. გაირკვა, რომ სისხლის ჯგუფი პირდაპირ მოქმედებს, თუ ინტერფერონის როგორ პროდუცირებას ახდენს ორგანიზმი ვირუსული ინფექციების დროს. ინტერფერონი გახლავთ ცილები, რომელსაც გამოყოფენ ორგანიზმის უჯრედები ვირუსის შეჭრისას. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინტერფერონის პროდუცირების ყველაზე მაღალი უნარით გამოირჩევიან IV ჯგუფის სისხლის მატარებლები. მათი ორგანიზმი ცილების 92%-იან პროდუცირებას ახდენს, შესაბამისად, ვირუსსაც კარგად უმკლავდება.

იმუნიტეტის ასევე მაღალი მაჩვენებლები აქვს I და III სისხლის ჯგუფის მქონე პირებს, სადაც ვირუსსმდგრადობა - 91%-ია. II ჯგუფის მატარებლები კი ინტერფერონის პროდუცირებას მხოლოდ 40%-ში ახერხებენ. ეს უკანასკნელნი სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
მარტის თვეში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, II და III სისხლის ჯგუფის მქონე პირებს გულის შეტევის რისკი 8%-ით მეტი აქვთ I ჯგუფის სისხლის მქონე რეციპიენტებთან შედარებით. II და III ჯგუფის სისხლის მქონე პირებს კი 51 და 47%-ით მეტად ემუქრებათ ვენების ტრომბოზის და ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლიის განვითარება.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST