რა შემოვა საქართველოში - Merck თუ Pfizer-ს წამალი, რომლის ხუთდღიანი კურსი 700 დოლარი ჯდება

რა შემოვა საქართველოში - Merck თუ Pfizer-ს წამალი, რომლის ხუთდღიანი კურსი 700 დოლარი ჯდება

ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ შემუშავებული ორიგინალური ტაბლეტირებული პრეპარატი  მოლნუპირავირი, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ხუთდღიან კურსს მოიცავს, ღირს 17,74 დოლარი. მაგრამ,  ეს არის წარმოების ფასი. გასაყიდი ფასი კი ფარმაკომპანიამ 712 დოლარი დაადო. MSF-ს ოფიციალური წარმომადგენელი ლინა მენგანმა განმარტა, რომ ეს არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მოტყუება, ამიტომ ისინი ამ ორიგინალურ პრეპარატს კი არა, არამედ ბევრად იაფ ჯენერიკებს მიმართავენ, რომლებიც ფაქტობრივად ორიგინალი პრეპარატის ანალოგია.

არადა, მანამდე აშშ-ს მთავრობამ Merck-ს 29 მილიონი დოლარი გამოუყო მოლნუპირავირის წარმოებისთვის. ეს პრეპარატი, მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, როგორც კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, კოვიდის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 50%-მდე ამცირებს. მიუხედავად ასეთი მსუყე ფინანსირებისა, Merck მაინც აპირებს აშშ-ს ფედერალურ მთავრობას 712 დოლარი გადაახდევინოს 5 დღიან კურსში, რომელიც თავად მას 17,74 დოლარი დაუჯდა. გამოდის, რომ ამერიკელებმა 40 -ჯერ მეტი თანხა უნდა გადაიხადონ.

არმაცევტულმა კომპანიებმა დროა თავი შეიკავონ ეპიდემიისგან სარგებელის და უსაზღვრო მოგებების  ნახვისგან“ - განაცხადა ლინა მენგანმა ორგანიზაციიდან „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (Médecins Sans Frontières).
მსგავსი ანალოგები ანუ ჯენერიკების ღირებულება შეადგებს 15-20 დოლარს მკურნალობისთვის, 700 დოლარი კი უბრალოდ მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია.

შტატებში უკვე ყველა ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ აშშ-ს მთავრობის ჯანდაცვის მესვეურები სრულ შოკში არიან - ფარმაცევტული კომპანია Merck მათ აშშ-ს 700 დოლარს სთხოვს წამალში, რომლის შემუშავებაც კომპანიას მხოლოდ 17 დოლარი დაუჯდა.  აშშ-მ უკვე აუწყა „ჯანმოს“, რომ  ფარმაკომპანიის ეს ქმედება მისაღებად არ მიიჩნია და MSF-მა უკვე განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება იაფი ჯენერიკები.

ასე რომ, 17 დოლარიანი პრეპარატის 700 დოლარად შესყიდვა კი არა, არამედ მათი ჯენერიკების წარმოება - ასეთი გახლავთ ლინა მენგანის პასუხი ფასების თემაზე. პრობლემა არის ის, რომ პრეპარატი Merck-ის ინტელექტუალური საკუთრებაა და სხვა კომპანიები მას ვერ გადაიღებენ.. ყოველ შემთხვევაში კანონის ფარგლებში. ასევე, Pfizer-ის მიერ წარმოებული Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი იქნება მისი საკუთრება. Pfizer-ის პრეპარატი მოქმედებს როგორც „პროტეაზის ინჰიბიტორი“, რომელიც კორონავირუსის გამრავლებას აჩერებს ორგანიზმის შიგნით. პროტეაზის მეორე ინჰიბიტორი გახლავთ ასევე ბევრად იაფი გენერიკული ივერმეკტინი, რომელიც, როგორც ზოგიერთი კვლევა უჩვენებს, იგივე ინტენსივობით მოქმედებს Covid-19 ვირუსის გამრავლებაზე.

MSF ჩაატარა კამპანია TRIPS-ზე უარის თქმაზე, რომელიც ინდოეთს და სამხრეთ აფრიკას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ შესთავაზა შარშან. შეთავაზება გულისხმობს უარის თქმას პატენტებსა და ინტელექტუალური საკუთრების ფორმებზე ვაქცინებზე, მკურნალობის მეთოდებზე, ტესტებზე და ა.შ. პანდემიის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ MSF-ს ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, ის მაინც დაიბლოკა იმათგან, ვისაც MSF უწოდებს „მსოფლიო სავაჭრო პალატის წევრების მცირე ჯგუფს“, მათ შორის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და შვედეთის მიერ.

საქართველოს მსოფლიო სავაჭრო პალატის წევრია და წესდების მიხედვით, მანაც უარი უნდა განაცხადოსპატენტებსა და ინტელექტუალური საკუთრების ფორმებზე ვაქცინებზე, მკურნალობის მეთოდებზე ა.შ. ამ ლოგიკით, ჩვენს მთავრობას მოუწევს უარი თქვას ჯენერიკებზე და 700 დოლარიანი პრეპარატი შეისყიდოს. ამას კი, სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება.  სწორედ ბიუჯეტზე დარტყმის ასაცილებლად აშშ-ს მთავრობამ ჯენერიკებს მიმართა, რომელიც ორიგინალი პრეპარატის ზუსტად ანალოგიურია.  მიუხედავად იმისა, რომ Merck და Pfizer-ს კვლევებს შეერთებული შტატები აფინანსებს, აშშ მხარს უჭერს MSF-ს TRIPS-ზე უარის თქმაზე.

პრეპარატი უკვე იმყოფება ჯენერიკების წარმოების და ტესტირების პროცესში ინდოეთში, სადაც, მენგანის განცხადებით კურსი ეღირება15-დან 20 დოლარამდე. თუმცა ამ უნივერსალურ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ სჭირდება დატკიცება, ვინაიდან შედარებით იაფი წამლები არ იქნება ხელმისაწვდომი იმ ქვეყნებისთვის, სადაც მკაცრად არის დაცული ინტელექტუალური საკუთრების უფლება.
ლინა მენგანი თვლის, რომ პანდემიის პირობებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებები პანდემიის პირობებში არ უნდა იყო დაცული. „ისეთი ქცეყნები, როგორიც არის რუსეტი და ბრაზილია, რომელტაც აქვთ წამლებსი წარმოების რესურსი, არ უნდა შეექმნათ პატენტთან დაკავშირებული ბარიერები და თავისუფლად უნდა აწარმოონ მსგავის პრეპარტები“ - მიიჩნევს მენგანი ორგანიზაციიდან „ექიმები საზღვრებს გარეშე“.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST