ახალგაზრდობას ნახვამდის ვეუბნებით მხოლოდ 50 წლის ასაკში - ამერიკელი  გენეტიკოსების კვლევა

ახალგაზრდობას ნახვამდის ვეუბნებით მხოლოდ 50 წლის ასაკში - ამერიკელი გენეტიკოსების კვლევა

მკვლევარების ბოლო ანგარიშით ასაკთან დაკავშირებული ცვლილება მხოლოდ მეექვსე ათეულში ხდება. კითხვა, თუ რომელ ასაკში იწყებს ადამიანი დაბერებას, მარტო ფილოსოფოსებს და ჰოლივუდის ვარსკვლავებს როდი აწუხებთ. ხსენებულ სკაითხს მეცნიერები იმიტომ სწავლობენ, რომ ზუსტად განსაზღვრონ, როდიდან უნდა მიიღოს ადამიანმა გეროპროტექტორები (სიბერისგან დამცავი პრეპარატები). ჯერ-ჯერობით მკვლევარებს საერთო აზრი ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. ნაწილის აზრით, ადამიანი დაბარებას იწყებს დაბადებისთანავე. მეორე ნაწილის აზრით, ორგანიზმი 20-22 წლამდე იზრდება, 45 წლამდე ასე თუ ისე ინარჩუნებს ფორმას გენომის ჩათვლით, 55-60 წლის ასაკში კი შეიძლება უკვე ვისაუბროთ ასაკობრივ დაავადებებზე და სხვა არასასურველ ცვლილებებზე დნმ-ს დონეზე. ასეთ თეორიას ამკვიდრებს ცნობილი გენეტიკოსი სტივ ხორვატი, რომელმაც მსოფლიოში პრიველმა შექმნა „ბიოლოგიური საათი“ დაბერების პროცესის გასაზომად.

და აი, როგორია მონაცემები. მკვლევართა ჯგუფმა აშშ-დან, ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან შეისწავლეს გენების მუშაობის აქტივობა 20-დან 90 წლამდე ადამიანის ტვინსა და კუნთებში. დასკვნა: მთავარი გარდატეხა, რომელიც ორგანიზმში კარდინალურ ცვლილებებს იწვევს 50-55 წლის ასაკში ხდება.
მეცნიერებმა მიაქციეს ყურადღება გენებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ორგანიზმის დაბერების საკვანძო პროცესებთან. პირველ რიგში, ეს არის გენები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი უჯრედების მგრძნობიარობა ინსულინის მიმართ. რაც უფრო დაბალია იგი, მით მეტი ინსულინია საჭირო. მისი გამომუშავების გაზრდა კი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას და დაზიანებათა მეტი ოდენობით დაგროვებას.

შესაბამისად, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ 50 წლის ასაკიდან არის უმჯობესი ინტერვენცია (ჩარევა) ორგანიზმის დაბერების შესანელებლად.
მოკლედ, საკითხი დგას ასე - შეიძლება თუ არა დაბერების შენელება და გაახალგაზრდავება?

გადაულახავი ბარიერი ხსენებულ საკითხს არ აქვს, რაც ერთობ ახარებთ მეცმიერთა უმეტესობას. თუ ადამიანებზე ოფიციალურად გამოცდილ გამაახალგაზრდავებელი საშუალებები ჯერ-ჯერობით არ არსებობს, სამაგიეროდ დაბერების შენელება - ჩვენს ხელთაა. სწორი ცხოვრების წესი საშუალებას გვაძლევს რადიკალურად არა, მაგრამ მაინც შენელდეს ხსენებული პროცესი.
მაგალითად, წლების მატებასთან ერთად ძვლები კარგავენ თავიანთ მინერალურ სიმკვრივეს. შედეგად, ადამიანი ხდება ნაკლებად მოძრავი და იზრდება მოტეხილობების რისკი. ყოველივე ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ჭამს ადამიანი და როგორია მისი ჰორმანალური ბალანსი. ამ დროს აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების - ხაჭოს, მაწონის, რძის პროდუქტების და ა.შ. მიღება.
ძალიან ცუდად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე ძილის რეჟიმის დარღვევა. ყველაზე კარგი ვარიანტია 23.00 სთ-მდე დაწოლა. წინააღმდეგ შემთვევაში, ღამით სიფხილზე ხელს უწყობს მელანოცისტიმულირებადი ჰორმონის გამომუშავებას.
თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯერებთ, ინსულინის მომატებული გამომუშავება ზრდის დაავადებების განვითარებას. ზომიერი კვება, ისე რომ არ შემცირდეს ცილებისა და საკვები ბოჭკოების რაოდენობა. ასევე უნდა გამოირიცხოს მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული (არა უმეტეს 150 გრადუსისა) საკვების მიღება. აუცილებელია ყოველ დღიურად წყლის მიღება - 35-40 მილიგრამი 1 კგ-ზე.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST