პროფესორი დავით შენგელია - „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ასეთი აქცია არასოდეს ჩატარებულა

პროფესორი დავით შენგელია - „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ასეთი აქცია არასოდეს ჩატარებულა

პაციენტებმა იციან, პროფესორ დავით შენგელიას როდის უნდა მიმართონ და რა დღეებში. მაგალითად, ე.წ. „აქციის“ მსვლელებისას ცნობილ პროფესორს ვერ გაეკარები, ვინაიდან ამ დროს მასთან მოხვედრის მსურველები ყველაზე შორეული რაიონებიდან ჩამოდიან. რა აქციაზეა საუბარი, ამაზე ქვემოთ მოგახსნებთ, მანამდე კი დავძენთ, რომ თსსუ-ს თვალის სნეულებათა კათედრის სრული პროფესორი, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით შენგელია „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დაარსების დღიდანვე ემსახურება თავის კონტიგენტს.

- ბატონო დავით, ბოლო ათ წელიწადში საქართველოში თვალის დაავადების მქონე რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი თითქმის 90 ათასითაა გაზრდილი. კერძოდ, თუ 2008 წელს 35 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა იყო, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 125 ათასს გადააჭარბა? 
- ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის აქტიურად გამოყენებასთან. მცირე ზომის ეკრანზე ყურების დროს თვალი განსაკუთრებით დაძაბულია. მოზარდები კი ტელეფონთან ხშირად რამდენიმე საათს ატარებენ. არადა, ბავშვი დღის განმავლობაში, კომპიუტერთან მხოლოდ ერთ საათს უნდა ატარებდეს. მშობლები ამას ვერ აკონტროლებენ და არც არის გასაკვირი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ბავშვებში თვალის დაავადებების ახალი რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 41 000 გადააჭარბა. სწორედ ამან განაპირობა იმ აქციათა მთელი სერია, რომელშიც ჩვენი დეპარტამენტია ჩართული და რომლის იდეის ავტორიც გახლავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპატამენტის უფროსი ნატა ხურციძე.

- რა აქციაზეა საუბარი?
- უფასო გამოკვლევების პერიოდულ სერიაზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბავშვებში კომპიუტერებმა, სმარტფონების და მობილური ტელეფონების ხშირმა და ინტენსიურმა გამოყენებამ გამოიწვია ახლომხედველობის განვითარება და შემდგომ მისი პროგრესირება. ეს აქცია, რომელიც ახლა ტარდება, იმდენად დადებითი მოქმედების არის, რომ სპეციალური შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ვაანალიზებთ, რომ სხვადასხვა მიმართულებებში იქნებ როგორმე გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ასეთი პრევენცია აუცილებელია და ჩვენს კლინიკაში არასოდეს ჩატარებულა ჩატარებულა.

- რამ განაპირობა მისი ჩატარების აუცილებლობა?
- მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ყველაზე მეტად ხალხს უჭირს მატერიალურად. ამის გამო, სანამ დაავადების მაქსიმალურად არ გამწვავდება, მანამდე არ მიმართავენ ექიმს. ამ აქციით ჩვენ ფაქტობრივად სკრინინგი გამოგვივიდა. ამან კი ის შედეგი მოიტანა, რომ გარდა იმისა, რომ პაციენტების უზარმაზარი ტალღა დაიძრა ჩვენსკენ, ასევე სხვა კლინიკების კონტიგენტი ჩვენთან გადის გამოკვლევას. იმ ენთუზიაზმით, რომლითაც მშობლები არიან განწყობილნი, ჩანს, რომ ძალზედ კმაყოფილები არიან.

- კმაყოფილები არიან პირველ რიგში იმიტომ რომ დავით შენგელიასთან გადიან მკურნალობას?
- ვფიქრობ, რომ კარგად აანალიზებენ იმ ფაქტორს, რომ ტრადიციული კლინიკის კედლებში კვალიფიციური ექიმები უწევენ მომსახურებას.

- არა აქციის დღეებში თქვენს კლინიკაში კონსულტაცია რა ღირს?
- როდესაც აქცია არ გვაქვს, ჩვენთან კონსულტაციის ფასი დღეებში 40 ლარია, მგონი ყველაზე იაფი სხვა კლინიკებთან შედარებით, სტუდენტებზე კი სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს.

- ადრე სკოლებში იყო ექიმის კაბინეტები და ერთ-ერთ აუციელებელ პროცედურას შეადგენდა ბავშვებისთვის მხედველობის შემოწმება?
- დღეს ეს აღარ არის. მაგრამ, ეს ჩათვალეთ, რომ იმ კაბინეტების მნიშვნელობა გადმოტანილია აქ და უფრო გაღრმავებული. პროფილაქტიკური შემოწმება პატარებში აუცილებელია, ვინაიდან არ უნდა გამოგვეპაროს დაავადება მის საწყოს ეტაპზე. გვინდა ჩვენი კლინიკის ოფთალმოლოგიურმა დეპარტამენტმა შეითავსოს გარკვეულწილად ეს ფუნქცია. ამ ეტაპზე ჩვენ ვაანალიზებთ ამ აქციის დადებით მხარეს, თორემ უარყოფითი მას არაფერი აქვს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST