ექსპერტების აზრით, დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს

ექსპერტების აზრით, დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, გელა ლეჟავას განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს.

„ციხეში არ უნდა ჩასვა, მაგრამ ხშირად უნდა იაროს შემოწმებაზე, უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, არის შინა პატიმრობის საკითხი, არის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, მანქანის მოწმობის ჩამორთმევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი საშუალებებით უნდა დარეგულირდეს დეკრიმინალიზაცია. ცხადია, პარალელურად უნდა იყოს სოციალური ჯანდაცვის საკითხების მოგვარება. პირველ რიგში უნდა ჩაერთოს მასმედია”, – აცხადებს ლეჟავა.

საქართველოს საპატრიარქოში ასევე მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST